თბილისში, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის გაქურდვა სცადეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს, მძარცველებმა დღეს, გამთენიისას ტაძრის სარკმელი ჩაამსხვრიეს, თუმცა სავარაუდოდ ვერაფრის წაღება მოასწრეს, ვინაიდან ტაძარში სიგნალიზაცია ჩაირთო.
ტაძარი პეკინის ქუჩაზე მდებარეობს.