პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომხდარს მკაცრად გმობს. 
როგორც თურქული მედია იტყობინება, ტერაქტების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ-მინისტრთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ძალადობრივი აქტები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.