თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმდა

ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი 5 რეისი გააუქმდა.  ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს.
„გაუქმდა 5 რეისი. პირველი რეისი თბილისიდან „თურქიშ ეარლაინსს“ 02:35 საათზე უნდა შეესრულებინა. ამავე ავიაკომპანიის ბოინგი უნდა მოფრენილიყო 04:55 საათზე და უკან გაფრენილიყო 06:35 საათზე. გარდა ამისა, დაგეგმილი იყო ავიაკომპანია „ატლას გლობალის“ ორი რეისიც - 02:35 საათზე თურქეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენა და 05:05 საათზე აქედან გაფრენა“, - განაცხადეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
როდის შესრულდება გაუქმებული რეისები ჯერჯერობით უცნობია. როგორც აეროპორტში განმარტეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად ავიაკომპანიებმა უნდა მიიღონ.