აეროპორტში მოხდარ ტერაქტში თურქეთის პოლიცია

აეროპორტში მოხდარ ტერაქტში თურქეთის პოლიცია"ისლამურ სახელმწიფოს" ადანაშაულებს

თურქეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ სტამბულში, ათათურქის აეროპორტში მოხდარი აფეთქებების სერიის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Reuters თურქეთის მედიაჰოლდინგ Dogan News-ის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სააგენტოსთან საუბრისას, ერთ-ერთი თურქი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ დამნაშავეებზე საუბარი ჯერ ადრეა.

შეგახსენებთ, რომ სტამბულში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა 28, ხოლო დაშავდა 60 ადამიანი.

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.