ათათურქის აეროპორტი დაიკეტა

ათათურქის აეროპორტი დაიკეტა

თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების სერიის გამო, დაკეტილია.

აღნიშნულ ინფორმაციას თურქული ტელეკომპანია NTV ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სტამბულში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა 28, ხოლო დაშავდა 60 ადამიანი.

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.