"ტრამპის ვიზიტის შემდეგ, რესტორანში სააკაშვილი უგონოდ დათვრა და ფეხი იღრძო!"

ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით ათასგვარი ჭორ-მართალი და მითქმა-მოთქმა ვრცელდება. ახლოს მისვლაც კი შეუძლებელი იყო იქ, სადაც სააკაშვილის და ტრამპი გადაადგილებოდნენ. ქალაქში შერჩევით მონახეს რამდენიმე ინგლისურენოვანი ტურისტი, მათ შორის რამდენიმე მანდილოსანი, რომლებიც სააკაშვილსა და ტრამპს ვითომ შეახვედრეს. ეს გააკეთეს იმ მიზნით, თითქოსდა ტრამპის ვიზიტი გახსნილი იყო, მაგრამ ხომ გითხარით, იქაურობას ახლოს ვერ მიეკარებოდით", - აცხადებს "ხალხის პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ტრამპის ვიზიტის შემდეგ, რესტორანში სააკაშვილი უგონოდ დათვრა და ფეხი იღრძო!" / ვის აგინებდა და რით იმუქრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი?!

"რედისონში", როგორც ამბობენ, ტრამპს შეემთხვა ინციდენტი, რომელსაც ვერ დავადასტურებ და აქედან გამომდინარე არც არაფერს ვიტყვი ამის შესახებ - ძალიან ბევრს ვეცადეთ, მაგრამ სააკაშვილისა და ტრამპის სიახლოვენ ჩვენიანი არავინ მიაკარეს. ტრამპის წასვლის შემდეგ კი ნაღდად მოხდა ერთი სასწაული ფაქტი, როცა სააკაშვილი და მაგისი მთავრობა შეიკრიბნენ რესტორან "ყირამალაში", ბათუმში, სადაც ალბათ ისე გადავიდნენ კიდეც ყირაზე, რომ სააკაშვილმა ფეხი იღრძო! "ყირამალაში" მისულ სააკაშვილსა და მის მთავრობას იქ დახვდნენ მოქეიფე ბათუმელები და სააკაშვილმა ატეხა აურზაური... როგორც თვითმხილველები ამბობენ და მე ეს ამბავი რესტორნის ერთ-ერთმა მომსახურე პერსონალმა მიამბო, რომელმაც თავისი თვალით ნახა ყველაფერი. თურმე სააკაშვილი უგონოდ დათვრა და ფეხი იღრძო! სასწრაფოდ მოუყვანიათ პირადი ექიმი. ჯერ ამბობდნენ, პრეზიდენტს ფეხი მოტეხილი აქვსო, მაგრამ არ ჰქონია მოტეხილი, ნაღრძობი ჰქონია. მთვრალ სააკაშვილს ძალიან ცუდი სიტყვებით მოუხსენებია ოპოზიცია და ყოფილა მუქარები - ნახონ მაგათ, რასაც ვუზამო!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯუმბერ თავართქილაძე. 

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ დილით მიამბო ეს ყველაფერი რესტორანში მომსახურე ადამიანმა, რომელიც ამ ყველაფერს თავისი თვალით ხედავდა და ამდენად, არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ მის ნათვამში ეჭვი შევიტანო... ასე გვარისა და სახელის ხსენება თურმე არ ყოფილა, მაგრამ ძირითადად "ქართული ოცნების" მისამართით ისმოდა სააკაშვილის მუქარა და მიშას ესეც კი უთქვამს - ნახონ მაგათ სექტემბერში რასაც ვუზამო! გულწრფელად გეუბნებით, მრცხვენია, რომ საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს. ეს არის სამარცხვინო კაცი. ამ ყველაფრის შემდეგ სააკაშვილი გამოდის და მთელ ერს მოძღვრავს. მიშა ისეთი მთვრალი ყოფილა და ისეთი არაადეკვატური, რომ ორ სიტყვას ვერ აბამდა ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" მიმართ აგრესიას ვერ მალავდა და ლანძღვა-გინებას არ იშურებდა", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "მთელი მთავრობა იყო შეკრებილი?" - პასუხობს:

"ძირითადად. სააკაშვილს გვერდს ვერა ქობალია უმშვენებდა... საქართველოში ადამიანები საავადმყოფოში ვერ მიდიან, იმდენად ძვირია სიამოვნებაა მკურნალობა და სააკაშვილი ამ დროს მილიონებს უხდის დონალდ ტრამპს, რათა ტრამპის სახელი მიენიჭოს ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულით აშენებულ 47-სართულიან შენობას - დონალდ ტრამპი არანაირ ინვესტიციას საქართველოში არ დებს, ამას ყველაფერს აკეთებს მიხელ სააკაშვილი, ეს არის მიშას ოჯახური ბიზნესი და შემდგომისთვის ეს ბიზნესი რომ დაცული იყოს, შენობას არქმევს დონალდ ტრამპის სახელს - ეს არის და ეს, მეტი არაფერი!"