“რუსეთის მეორე ომი საქართველოს წინააღმდეგ რეალურია?!”

“რუსეთის მეორე ომი საქართველოს წინააღმდეგ რეალურია?!”

მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებებისთვის ემზადება. ამ თვალსაზრისით, დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი წინა აზია, კერძოდ, ირანისა და ისრელის გაჭიანურებულ-გამწვავებული კონფლიქტია. ირანიც და ისრაელიც საქართველოს უახლოესი მეზობელები არიან. შესაბამისად, ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები სამხრეთ კავკასიასა და, ცხადია, საქართველოზეც გავლენას მოახდენს. ამასთან, კულუარებში თანდათან აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ რუსეთმა საქართველოს ანექსია შესაძლოა, კიდევ სცადოს. ამ ვერსიას ისიც აძლიერებს, რომ ხელისუფლება ე.წ. ნებაყოფილობით რეზერვს ქმნის. “საქართველოში რეზერვის სისტემის ხელახლა აწყობა დავიწყეთ. ჩვენ გვყავს 30 000-კაციანი შეიარაღებული ძალები, მაგრამ ამის გარდა, გვჭირდება რეზერვი. მივიღეთ ფენომენალური შედეგი: ყველა სოფელში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რეზერვში ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა... ზაფხულში საქართველოს 70 ათასი გადამზადებული რეზერვისტი ეყოლება. მომავალ წელს კი, საქართველოში 150 ათასი გადამზადებული რეზერვისტი იქნება და ეს ნიშნავს, რომ ყველა სოფელს ეყოლება საკუთარი რაზმი და ესაა მშვიდობის ყველაზე მყარი გარანტი. 2008 წელს კარგად დავინახეთ, რომ შიდა ტერიტორიული დაცვა გვჭირდება და არავინ გააკეთებს საქმეს ჩვენს ნაცვლად,” _ ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. სააკაშვილის ამ ორაზროვანი განცხადების პარალელურად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმ კარტერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი ეჭვობს, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შესაძლოა, “მეორე ფრონტი” გახსნას. “ირანთან სამხედრო კონფლიქტი შეიძლება, უზარმაზარი რეგიონის _ პაკისტანიდან ხმელთაშუა ზღვამდე _ მასშტაბური დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რომლის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება, რუსეთ-საქართველოს ომი გახდეს, ანუ ირანზე დასავლეთის თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთის მეორე ომი საქართველოს წინააღმდეგ რეალური გახდება. თუკი ისრაელი ირანზე თავდასხმას განახორციელებს, ჩვენი ეროვნული ინტერესი სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი საფრთხის ქვეშ დადგება,” _ აცხადებს ბჟეზინსკი... 

მამუკა არეშიძე, კავკასიის საკითხების ექსპერტი: _ არსებობს დიდი ალბათობა, რომ “ირანის კრიზისი” დაიწყოს, რომელიც შეიძლბა, სამ ნაწილად დავყოთ: პირველი _ თუ მსოფლიო თანამეგობრობა გადაწყვეტს, რომ ირანს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნას, მაშინ მკაცრ სანქციებს დაადებს მის ფინანსებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ბანკებშია და ნავთობის გაყიდვასაც შეუზღუდავს. მეორე _ თუ ისრაელს უტყუარი საბუთი ექნება, რომ ირანის ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი ბოლო ეტაპზეა, მაშინ გამორიცხული არაა, რომ ისრაელმა ბირთვული იარაღის საცავზე საავიაციაო იერიში მიიტანოს. მესამე და ყველაზე ცუდი ვარიანტი _ თუ ირანის ბირთვული იარაღის ბლოკირების საქმეში, სამხედრო კონფლიქტის ფორმატით, აშშ ჩაერთვება, წინა აზია, რომლის ნაწილიც სამხრეთ კავკასიაა, ომის ხანძარში გაეხვევა და ამ ომში, ბუნებრივია, რუსეთიც იქნება ჩართული, რასაც ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება.
ოფიციალური ვაშინგტონი შეიარაღებული კონფლიქტის წინააღმდეგია და ირანთან კონფლიქტისმოგვარება მშვიდობიანი გზით უნდაბატონო მამუკაასეთი განცხადებები სარწმუნოა?
_ ამერიკას ომი, რა თქმა უნდა, არ უნდა, თავს მაქსიმალურად იკავებს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ისრაელმა ირანს საჰაერო დარტყმა არ მიაყენოს. თუ ისრაელმა ირანთან ომი დაიწყო, ასეთ შემთხვევაში, როგორც აშშ ამბობს, თვითონაც იძულებული გახდება, ომში ჩაერთოს. საქმე ისაა, რომ ამერიკა არჩევნებისთვის ემზადება, არჩევნების კონტექსტში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა დაიწყო და აშშ-ის ადმინისტრაციას ახალი ომის წამოწყება ნამდვილად არ აწყობს, რადგან ეს საპრეზიდენტო იმიჯზე უარყოფითად იმუშავებს. სწორედ ამიტომ, 5 მარტს ობამასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუს შეხვედრა შედგა, რომელზეც ობამამ ნათანიაჰუ გააფრთხილა, რომ ირანთან საჰაერო ომის დაწყება აშშ-ის გარეშე არ გაბედოს, რაზეც ნათანიაჰუმ უპასუხა, 12 საათით ადრე შეგატყობინეთ, რომ ირანზე საჰაერო იერიშს ვიწყებო.

გამოდისრომ ნათანიაჰუ ობამას გაფრთხილებას არ ითვალისწინებსარა
_ ასეთი განცხადების მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ ისრაელი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს თუ, რა თქმა უნდა, არ ექნება უტყუარი ინფორმაცია, რომ ბირთვული იარაღის შექმნა დამთავრების პროცესშია და, ასევე, არ ექნა სრული გარანტია, რომ ომში აშშ-იც ჩაერთვება. იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელმა ომი დაიწყო და ამ ომში აშშ ჩაერთო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს იქნება კრიზისის ყველაზე რთული ფაზა, მაგრამ დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება არცთუ იოლია. ამ ომის წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთი კი არა, ისეთი დიდი ქვეყნებიც არიან, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი. ინდოეთი ირანის ნავთობის მომხმარებელია და ირანთან ომი მისთვის მიუღებელია _ იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკამ ორმუზის ყურე ჩაკეტა და ირანის ნავთობგადამტან ტანკერებს გადაადგილების საშუალება არ მისცა, საომარ ვითარებაში ასეც მოხდება, ინდოეთის ეკონომიკა, პრაქტიკულად, გაჩერდება.

აშშ აცხადებსრომ ირანთან კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.  რა აქვს თეთრსახლს მხედველობაში?
_ ირანში საერო და სასულიერო პირებს შორის დაძაბული ურთიერთობა, პრაქტიკულად, დაპირისპირებაა. ირანის სასულიერო ლიდერ აითოლა ჰომეინს არ მოსწონს ახმადინეჯადის აქტიური მცდელობა, რომ მთელი ძალაუფლება თავის ხელში მოაქციოს. ახმადინეჯადი კი, თავის მხრივ, ცდილობს, შეავიწროვოს აითოლას მხარდამჭერები. ჰომეინს ჰყავს თავისი შეიარაღებული ჯარი, რომელსაც ირანის მცველთა კორპუსი ჰქვია. ამ ჯარმა ახმადინეჯადის გარემოცვიდან ოცი ადამიანი დააპატიმრა, რომელთა შორის ძალიან მაღალი რანგის სამხედრო პირებიც არიან. მოკლედ, ირანში სახელისუფლო კრიზისია. უცხოელი ანალიტიკოსების დასკვნით, უმჯობესია, ეს კრიზისი შიგნით გაღრმავდეს და გარედან ჩარევა არ მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუკი გარედან ჩარევა მოხდება, ანუ ისრაელი ირანს დაბომბავს, ირანში სახელისუფლო კრიზისი მაშინვე ლიკვიდირებული იქნება და მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიასრუსეთის შეიარაღებული ძალები მობილიზებულია _ საქართველოსსაზღვრებთან “კავკაზ 12” დგასროგორ განვითარდება მოვლენები?
_ საერთოდ, გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვიმყოფებით... ის, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ისრელის პრემიერს უთხრა, დაინტერესებული ქვეყნებისთვის და, მათ შორის, რუსეთისთვისაც ობამასა და ნათანიაჰუს შეხვედრამდე ერთი თვით ადრე იყო ცნობილი. სწორედ ამიტომ, რუსეთმა შეცვალა კავკასიური სამხედრო სწავლების პროფილი _ თუკი ადრე ეს სწავლება ტაქტიკური ხასიათის იყო, ახლა სტრატეგიულია და მასში, რუსეთის სარაკეტო ჯართან ერთად, შავი და კასპიის ზღვების ფლოტილიებიცაა ჩართული. რუსეთს, აგრეთვე, ხმელთაშუა ზღვაში, პორტ ტარტუსში, მზადყოფნაში ჰყავს ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვი”. ხომ ხედავთ, რამხელა რეგიონი აქვს მოცული ამ სწავლებას და რუსეთი არც მალავს, რომ ეს სტრატეგიული ხასიათის სწავლებაა! ძალიან დიდია საფრთხე, რომ ამ სწავლებას საქართველოს ოკუპაცია მოჰყვეს და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ იცის, მაგრამ ვიმეორებ: საქართველოს ოკუპაცია სავარაუდო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აშშ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ომში. სხვა შემთხვევაში, რუსეთს არ ექნება მოტივაცია, საქართველოში შემოვიდეს და დანარჩენი რეგიონების ოკუპაცია მოახდინოს. ეს რომ გააკეთოს, მსოფლიო საზოგადოებაში თავს ვერ გაიმართლებს! 

ბატონო მამუკამოდითვაღიაროთრომ რუსეთს საქართველოში შემოსვლა უნდა და საამისოდსაბაბს ეძებსიქნებაწყობს კიდეცისრაელის ომი ირანთან და ამ ომში აშშ-ის ჩართვადავუშვათასემოხდარა მანევრებს გააკეთებს “კავკაზ 12”-?
_ თუკი ისრაელ-ირანის ომში ამერიკა ჩაერთვება, მონაწილეობას მხოლოდ საავიაციო კი არა, სახმელეთო ოპერაციებშიც მიიღებს. არაა გამორიცხული, ამერიკელები ირან-სომხეთის საზღვარზე გამოვიდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ჩრდილო ირანში მცხოვრები მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი სიმპათიურადაა განწყობილი აზერბაიჯანის მიმართ. აზებაიჯანი კი, თავის მხრივ, ამერიკელებთან დაახლოეუბულ ქვეყნად ითვლება. თუკი ამერიკა სომხეთის საზღვარზე გამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის სომხეთი და გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც სომხეთშია, დაკარგულია. გიუმრის სამხედრო ბაზა ამჟამად ¹2 ბრძანების რეჟიმშია. ¹1 ბრძანება საბრძოლო ბრძანებაა, ¹2 კი, _ საბრძოლო ბრძანების მოლოდინი. გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა მარაგდება ირანიდან. ახლა იქ იმდენად რთული ვითარებაა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები გაიყვანეს სომხეთიდან, გაარიდეს იქაურობას. თუკი რუსეთმა სომხეთი დაკარგა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაკარგავს მთლიანად სამხრეთ კავკასიას. ვიცით, რა ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან და ისიც ვიცით, რომ რუსეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან. ამიტომ, გიუმრის რუსული ბაზის მომარაგებისა და დაცვის მოტივით, რუსეთი, საქართველოზე გავლით, მშვიდობიანი კორიდორის გაჭრას მოინდომებს ეს იქნება მოტივაცია, რომ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ! რუსეთის გენშტაბის გეგმის მიხედვით, კორიდორის მიმართულება ასეთია _ ცხინვალი-ბორჯომი-ახალქალაქი. თუკი რუსეთმა ეს კორიდორი დაიკავა, ამით სტრატეგიულ მოგებას ნახავს _ ერთი მხრივ, თავის ბაზას დაეხმარება და, მეორე მხრივ, გადაჭრის ტრანსკავკასიურ ენერგო და საკომუნიკაციო მაგისტრალს.

საქართველო შუაზე გაიყოფაარა?
_ დიახ. აი, ამ კონტექსტშია საინტერესო საქართველოს ხელისუფლების ინციატივა _ საქართველოს პოლიტიკური ცენტრის, პარლამენტის ქუთაისში გადატანა. საქართველოს ხელისუფლებამ იცის რუსეთის გეგმების შესახებ, კულუარულ სვლებს აკეთებს, არაა გამორიცხული პროვოცირება და არ ვიცით, საბოლოოდ, რას მოიმოქმედებს?!

შეიძლებაამერიკამ საქართველო გაწიროს?
_ დიდი გეოპოლიტიკური თამაშის დროს, პატარა ქვეყნების ინტერესები არასოდესაა გათვალისწინებული, მაგრამQშეიძლება, პირიქითაც მოხდეს და იქნებ, თეთრ სახლს ეჭვი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი უნდა და ისიც უნდა, რომ აშშ ჩაერთოს ამ კონფლიქტში? იქნებ, ამიტომაც გაცივდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ თეთრი სახლი? ამასობაში კი, ამერიკა რუსეთთან თანამშრომლობის ახალ ფორმატში გადადის _ ნატო-ს ულიანოვსკის ბაზა. 

რა დანიშნულება აქვს “ულიანოვსკის ბაზას”?
ეს ავღანეთიდან გამოსული ჯარების შუალედური ბაზაა. ულიანოვსკი რუსეთის გულია. რუსეთმა თანხმობა მისცა აშშ-ს, რომ ულიანოვსკში ნატო-ს ბაზა ყოფილიყო. ერთ მშვენიერ დღეს, ეს ბაზა გადაიქცევა დიდ სამხედრო საწყობად ნატო-ს ჯარებისათვის. რამდენიმე მილიონი დოლარის ტექნიკაზეა ლაპარაკი, რომელიც ავღანეთიდან უნდა გაიტანოს ნატო-ს ჯარებმა, განათავსოს ულიანოვსკის ბაზაზე და იქიდან, რკინიგზის საშუალებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადაანაწილონ. ულიანოვსკი გადიქცევა ნატო-ს ბაზის საწყობად, რომელსაც, ცხადია, ნატო-ს ჯარები დაიცავენ. რუსეთის ხელისუფლება ისე წარმოადგენს ამ ფაქტს, თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ ულიანოვსკის გუბერნატორ მოროზოვის პოზიციაა საინტერესო, რომელიც ამბობს, რომ ნატო-ს საწყობი საშუალებას მისცემს ულიანოვსკის ბევრ მოქალაქეს, დასაქმდეს. უზარმაზარი ინფრასტრუქტურა კეთდება ნატო-ს ბაზისათვის და პარადოქსი არაა?! _ რუსეთი, ერთი შეხედვით, ებრძვის ნატო-ს და, მეორე მხრივ, ბაზას აძლევს ულიანოვსკში. აქ პარადოქსული კიდევ სხვა რამეა: საქართველო და ნატო პარტნიორები არიან და გამოდის, რომ საქართველო და რუსეთიც ერთ კონკრეტულ საქმეში თანამშრომლობენ. ხომ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, ავღანეთიდან, შერმანის პროვინციიდან, სადაც ქართველების კონტიგენტია განლაგებული, ნატო-ს სამხედრო ტვირთებს მცველად ქართველი ჯარისკაცები  დაუყენონ ულიანოვსკში?!
ასეთი მრავალშრიანი პოლიტიკაა დღეს მსოფლიოში და ყველაფერ ამას დაკვირვება და ანალიზი სჭირდება.