რა მოხდება 21 აპრილს ივანიშვილის პარტიის დაფუძნებაზე

რა მოხდება 21 აპრილს ივანიშვილის პარტიის დაფუძნებაზე

როგორც “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერი და ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, დადგა დრო, საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული “ქართული ოცნების” სტრატეგია-ტაქტიკასა და ხედვებზე, რაც 21 აპრილს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გაცხადდება. ბიძინა ივანიშვილის პარტია, რომელსაც “ქართული ოცნება _ თავისუფალი დემოკრატები” ერქმევა და რომელიც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ფუძნდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი იქნება და მას კოალიცია “ქართულ ოცნებაში” წამყვანი როლი დაეკისრებ...

 

ქალბატონო მაიაპრეზიდენტი ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით საბოლოოგადაწყვეტილების მიღებასროგორც ჩანსარ აპირებსთუმცა ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებასამზადებსრომელიც ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემსამბობენამცვლილებების მიხედვითმას გაპრემიერება არ შეეძლებაო...

_ ეს, ჯერჯერობით, ინიციატივის დონეზეა. გამოცხადებულია, რომ უნდა დაიწყოს ამ ინიციატივის განხილვა და რა სახეს მიიღებს, ამ მომენტისთვის ძნელი სათქმელია. “ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივის თანახმად, ისე უნდა იყოს, რომ ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც დაბადებულია და 10 წელი საქართველოში უცხოვრია, უნდა მიეცეს არჩევნებში როგორც პასიური, ასევე, აქტიური მონაწილეობის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ხმის მიცემის კი არა, კენჭის ყრის უფლებაც ექნება. გარდა ამისა, ნათქვამი იყო, რომ მას შეუძლია, დაიკავოს ნებისმიერი მაღალი თანამდებობა _ პრემიერ-მინისტრის, მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის. ისე, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ჩვენ ძალიან უარყოფითად ვაფასებთ.

რატომ?

_ ჩემდა გასაოცრად, ამ ცვლილებას დავით ბაქრაძემ ივანიშვილის გამო განსახორციელებელი კონსტიტუციური ცვლილება უწოდა, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმიტომ, რომ ვთვლით, ერთი ადამიანისთვის კონსტიტუციის მორგება სრულიად დაუშვებელია. ეს ერთი ადამიანი კი, ჩვენი აზრით, არის არა ბიძინა ივანიშვილი, ვისაც ვითომ უნდა მოარგონ კონსტიტუცია, არამედ, თვითონ სააკაშვილი, რომელმაც იცის, რომ ჩაიდინა უკანონობა, როცა ჯერ მოქალაქეობა ჩამოართვა და მერე, მოქალაქეობა როცა არ მისცა. სწორედ ამ უკანონობისგან თავის დასაღწევადაა მოგონილი ეს საკონსტიტუციო ცვლილება, ანუ იმისთვის, რომ თვითონ სააკაშვილი გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ორჯერ ჩადენილი უკანონობის გამო შევიდა. მან იცის, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილს არ ექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თანაბარ საარჩევნო გარემოს ვერ მიაღწევს. ამაზე ზეწოლა კი დიდია და ამიტომაა მოგონილი ეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ბევრად უარესია იმ ორ უკანონობაზე, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელისუფლებისთვის კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია. სააკშვილს ძალიან ეშინია კონკურენტის, თან იცის, რომ ივანიშვილი ძალიან სერიოზული კონკურენტია, რომელიც არჩევნებში აუცილებლად დაამარცხებს. ამიტომ შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ჩადის უკანონობას და შემდეგ, ამ უკანონობის სიცრუით გამართლებას ცდილობს. აქ შიშია მთავარი, ანუ შიში ხელისუფლებას ერთმანეთზე გაუაზრებელ ნაბიჯებს ადგმევინებს.

გააზრებული ნაბიჯიალბათის იქნებოდარომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობა მიეცა...

_ დიახ, მაგრამ შიში, როგორც ჩანს, ყველაფერზე და, მათ შორის, გონიერებაზეც უფრო ძლიერია.

ქალბატონო მაიაამბობთრომ სააკაშვილი ივანიშვილში ძლიერ კონკურენტს ხედავს და იცისრომარჩევნებში დაამარცხებსმაგრამ ბოროტი ენები ამტკიცებენრომ “ქართული ოცნების” რეიტინგიეცემა...

_ არ ვიცი, ეს მონაცემები რას ეყრდნობა. ვიცი მხოლოდ ის, რომ ამ მთავრობას აღარ უწერია დიდი დრო. ოქტომბრის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს “ქართული ოცნება” და ამ რწმენას მარტო ის კი არ მმატებს, რომ ვიცი, სიმართლე ჩვენს მხარესაა და სიცრუესა და უკანონობაზე აგებული ხელისუფლება, ლოგიკურია, შეიცვალება, არამედ ის განწყობაც, რომელსაც საქართველოს მოსახლეობაში ვხედავთ. იცით, რომ “ქართული ოცნების” ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით გავხსენით, ყველგან გვაქვს შეხვედრები და ის განწყობა და გატეხილი შიში, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გვაძლევს რწმენას, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

თქვენი სიძეირაკლი ალასანიაწინასაარჩევნოდ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებასსამეგრელოში აპირებსკოალიციის სხვა ლიდერებიც გადანაწილდნენ ამა თუ იმ რეგიონშითბილისსვის ამარა ტოვებთ?

_ (იცინის) კოალიციაში იმდენი გამოჩენილი სახე და საინტერესო ფიგურა გვყავს, რომ უპატრონოდ არც თბილისი დარჩება. ჩვენი ლიდერების რეგიოებში გადანაწილება, მართლაც, უნიკალური შემთხვევაა _ საქართველოს საარჩევნო ისტორიაში ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ოპოზიციის ლიდერებს ასე ადრე დაეწყოთ არჩევნებისთვის მზადება. ისინი, რა თქმა უნდა, უმეტეს დროს გაატარებენ რეგიონებში, მაგრამ როცა საჭირო იქნება, თბილისშიც ჩამოვლენ და აქეთ-იქეთ იმოძრავებენ. ჩვენ მართლა გვაქვს იმხელა რესურსი, რომ საქართველოს არც ერთი რეგიონი უპატრონოდ არ დარჩება.

ჩანსირაკლი ალასანიას დიდი ძალისხმევა დასჭირდებავინაიდანსამეგრელო არჩევნებში,როგორც წესიხელისუფლებას სწყალობს ხოლმეროგორ ფიქრობთსურათი მომავალ არჩევნებზეშეიცვლება?

_ ამაზე საუბარი გამიჭირდება, ვინაიდან დიდი ხანია, ზუგდიდში არ ვყოფილვარ, თუმცა იმავეს გეტყვით სამეგრელოზე, რასაც ვამბობ სხვა რეგიონებზე _ სადაც კი მივიდა “ქართული ოცნება”, ძალიან ბევრი გულშემატკივარი და მხარდამჭერი გამოუჩნდა.

_ 21 აპრილს ივანიშვილის პარტია ფუძნდება და მასალბათქალბატონი ეკატერინა ხვედელიძეჩაუდგება სათავეში.Dრას უნდა ელოდოს საზოგადოება პარტიისგან?

_ ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება თავმჯდომარე, მანამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და შესაძლოა, კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს. ამიტომ, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. სიტუაციისა და ვითარების მიხედვით დაფუძნდება პარტია და ეყოლება თავმჯდომარე. ჯობია, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. პარტიის ამოცანები და ხედვა ცხადი 21-ში გახდება. ამიტომ, ნება მომეცით, მანამდე არაფერი ვთქვა. ეს იქნება დამოუკიდებელი, აბსოლუტურად სრულყოფილი პარტია, რომელსაც ერქმევა “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო”. ეს იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ექნება წამყვანი როლი კოალიციაში.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვამანამდე არ გავამხელთ ჩვენს მხარდამჭერებსვიდრესაქართველოში დამკვირვებლები არ ჩამოვლენოასეთ შემთხვევაშიროგორ აპირებთ ინფორმაციისგატანას ხალხში?

_ მაისის ბოლოს ჩამოვა პირველი სადამკვირვებლო მისია, რომელიც შეისწავლის ვითარებას და გადაწყვეტს, როგორ, რა დროს, რა პირობებით გამოუშვას გრძელვადიანი დამკვირვებლები. ეგ ვინ თქვა, არ გამიგია.

დავით უსუფაშვილმა...

_ ჩვენ ყველა რეგიონში დავნიშნეთ ოფისის ხელმძღვანელები. ისინი არიან “ქართული ოცნების” გაცხადებული მხარდამჭერები. 21-ში პარტიაში იმაზე მეტი ადამიანი გაწევრიანდება, ვიდრე პარტიის დასფუძნებლადაა საჭირო და, აქედან გამომდინარე, არაფერი დამალული არ იქნება _ დამფუძნებლების სიები ჩვეულებრივად დარეგისტრირდება, პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე კი, იქნება ძალიან ბევრი ხალხი და ყველა ავტომატიურად იქნება პარტიის წევრი. ასე რომ, ჩვენ ამისგან საიდუმლოს არ ვქმნით.
ქალბატონო მაიაარჩევნებისთვის აუცილებელი პირობა საინფორმაციო სივრცის გარღვევააამასროგორ აპირებთმხოლოდ “მე-9 არხისა” და გაზეთ “ქართული ოცნების” მეშვეობით?

_ ყველა იმ საშუალებით, რომელიც ამ წუთას არის და კიდევ იმ მექანიზმებით, რომლებითაც, პირველ რიგში, საზოგადოებრივი და შემდეგ, იმედია, სხვა “ნაცარხებიც” იძულებულნი გახდებიან, გახსნან ეთერი პოლიტიკური დებატებისთვის. დამკვირვებლების ერთ-ერთი ფუნქცია იქნება მედია-მონიტორინგი _ როგორ პოვებს ასახვას პოლიტიკური სინამდვილე ქართულ მედიაში და რამდენადაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია საქართველოს ყველა რეგიონში. სწორედ აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ზეწოლის მეშვეობით, მოხდება მედიასივრცის გახსნა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, საქართველოს ყველაზე შორეულ კუნჭულშიც ეცოდინებათ სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში.

_ “ქართული ოცნების” ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში ისმის მოწოდებარომ გაზეთის მისაღებადთქვენს ოფისს მიაკითხონმაგრამ ხალხს ფული არ აქვს და ოფისში გაზეთისთვის მოსვლაცგაუჭირდებაუპრიანი არ იქნებარომ პარტიული გაზეთი ხალხმრავალ ადგილებში დაარიგოთ?

_ ასეც ხდება, ჩვენი ახალგაზრდები აკეთებენ ასეთ აქციებს არა მარტო თბილისში, არამედ, _ რეგიონებშიც, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ მოვა ჩვენს ოფისში, იქ აუცილებლად დახვდება გაზეთი და ესეც დარიგების ერთ-ერთი გზაა. გაზეთის ტირაჟი კვირიდან-კვირამდე იზრდება იმიტომ, რომ მასზე დიდია მოთხოვნილება და ესეც, რა თქმა უნდა, ამომრჩევლამდე ინფორმაციის მიტანის კარგი საშუალებაა.

ქალბატონო მაიაბევრი გსაყვედურობთრომ არ იცნობენ “ქართული ოცნების” პროგრამას,ტაქტიკასხედვას... მართლაცარ არის დრორომ გაამხილოთ ყველაფერი ეს?

_ მართალი ბრძანდებით, დროა და ეს მოხდება 21 აპრილს. გარკვეულწილად, ეს იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ პარტია ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, პარტიის ხედვა და კონკრეტული მესიჯები საქართველოს მოსახლეობისთვის 21 აპრილს დღეს იქნება გაცხადებული. რასაკვირველია, ჩვენი პოზიცია ბევრ საკითხზე ისედაც ცნობილია, მაგრამ ის, რაც ხალხს უნდა _ ჩამოყალიბებული პროგრამა და ხედვა, ეს 21 აპრილის თემაა.

დავუშვათმართლა მოხვედით ხელისუფლებაშიროგორ აპირებთ მტკივნეული სოციალურიპრობლემების მოგვარებასუმუშევართა დასაქმებას... დაახლოებითროდიდან იგრძნობს ხალხიცვლილებებს?

_ ეს მოხდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრს ჰგონია. ის რომ, საქართველოს მოსახლეობა სოციალურად დაუცველია, რომ ჯანდაცვა ხელმიუწვდომელია, ქვეყანაში არ არსებობს ბიზნესის კეთების საშუალება და დატერორებულია მცირე და საშუალო ბიზნესი, ზემოდა მოდის. როდესაც იქნება პოლიტიკური ნება, რომ საქართველოში ბიზნესი ამოძრავდეს, ეს იქნება ფუნდამენტი იმისთვის, რომ მოგვარდეს სოციალური პრობლემები, ახალგაზრდებს ჰქონდეთ განათლების უკეთესი საშუალება, ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა, აღორძინდეს ეკონომიკის დარგები, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა და ეს იქნება ის ბაზისი, რომელზეც უნდა აშენდეს დემოკრატიული ქვეყანა. ყველაფერი, რაც დღეს არ არსებობს და რაც პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, სწრაფად მოგვარდება, მაგრამ რასაკვირველია, ბევრი რამ იქნება შესაცვლელი, ბევრი რეფორმა იქნება გადასახედი და სხვანაირად გასაკეთებელი. ყველაფერი 1-2 დღეში არა, მაგრამ მოხდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. სწორედ ის პრობლემები იქნება პირველ რიგში გადასაწყვეტი, რომლებიც პრიორიტეტების მიხედვით, მოწინავე ადგილებზეა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუმცა კონკრეტულ რეცეპტს, რომელი უკანონო გადასახადი რომელ რიცხვში გაუქმდება, რასაკვირველია, წინასწარ ვერ გეტყვით, ეს არცაა ჩემი კომპეტენციის სფერო, ეკონომისტების სამუშაოა და, მერწმუნეთ, ისინი ამაზე ძალიან ინტენსიურად მუშაობენ.

რა მაგისი პასუხიაქალბატონო მაია დახომ ვერ მეტყვითრა უნდათ კოალიციაში ისეთპოლიტიკოსებსვინც ნატო- ვერ იტანენ?

_ ვიცი, რომ გოგი თოფაძეს გულისხმობთ, მან განაცხადა, რომ ნატო-ში არ უნდა და თქვა, ავღანეთში არ უნდა იხოცებოდნენ ქართველი ჯარისკაცები. კოალიციის გაცხადებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო, კოალიციაში შემავალმა ყველა წევრმა ხელი უნდა მოაწეროს იმ საერთო შეთანხმებას, რომლის ურყევი შემადგენელი ნაწილია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მათ შორის იქნება გოგი თოფაძეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოალიციის ყველა წევრი ერთმანეთს აბსოლუტურად ყველა საკითხში ეთანხმება. მაშინ ეს იქნებოდა ერთი პარტია და არა _ კოალიცია. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ, კოალიციის ყველა წევრს მოუწევს გარკვეულ კომპრომისზე, დათმობაზე წასვლა

და ბატონ გოგისაც მოუნდება ნატო?

_ ბატონ გოგის მოუწევს ამ დათმობაზე წასვლა, ანუ თუ მას სურს, რომ იყოს ჩვენი კოალიციის წევრი, ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება და იგი იძულებული იქნება, ამას ანგარიში გაუწიოს, რაშიც დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოალიციის ყველა წევრს ყოველთვის ყველაფერი ერთნაირად მოეწონება.

ალბათუფრო რთულად იქნება საკითხი ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებითრომელზეც თოფაძემბრძანაყველაფერს ვიღონებკოალიციის წევრი რომ გახდესო...

_ ვფიქრობ, არც ეს საკითხი ექვემდებარება გადახედვას. ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია და ვფიქრობ, ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ეს არ არის საკითხი, რომელზეც ხელი უნდა მოაწერონ კოალიციის წევრებმა დეკლარაციის სახით. აქედან გამომდინარე, ეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული თემაა და მნიშვნელობით ბევრად ჩამოუვარდება ნატო-ს თემას. ივანიშვილი პოზიციას არ შეიცვლის.

დავით უსუფაშვილმა ისიც თქვააქტიურობის პიკს ოქტომბრის არჩევნების დროს მივაღწევთო.რატომ ხართ დარწმუნებულნირომ სააკაშვილი არჩევნებს ვადაზე ადრე არ დანიშნავს?

_ არჩევნები გამოცხადდება, მინიმუმ, 60 დღით ადრე და ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად ყველანაირი გრაფიკისთვის. ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ რაც ადრე, მით უკეთესი, ანუ მით ადრე დამთავრდება ამ ხელისუფლების ყოფნა ქვეყნის სათავეში. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა და ბატონმა ბიძინამ არაჩვეულებრივი შედარება გააკეთა ვაკის ოფისის გახსნის დროს, როცა თქვა, მივყვეთ ბუნებასო, ანუ როგორც ბუნებას აქვს თავისი რიტმი და რიტმი მიდის იქამდე, რომ შემოდგომაზე მოსავალი უნდა ავიღოთ, აი, ამ რიტმს მივყვეთო. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შედარება და კარგი ნათქვამი. თუკი ვითარება მოითხოვს, რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო შეკუმშულ ვადებში განხორციელდეს, მაშინ ჩვენც ამ ვადებს მოვერგებით. ამაში პრობლემა არ არის. რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა მოიფიქრონ და როგორც უნდა გადაწიონ და გადმოწიონ არჩევნები, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

მინდათქვენი აზრი გამოთქვათ ბატონი ბიძინას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებითგავრცელებულ ინფორმაციაზეთქვენთვის დამაჯერებელი იყო მსგავსი ინფორმაციის “ფეისბუქითგავრცელებაროდესაც ბატონ კომახიძეს შეეძლოპირადად გაეფრთხილებინა თქვენი ლიდერი?მოსალოდნელ ტერაქტზე ინფორმაციებს ასე ვინ ახმაურებს?

_ ვერ გეტყვით, რატომ აირჩია ვახტანგ კომახიძემ ასეთი გზა. ხანდახან საკითხის გასაჯაროება პრევენციას ემსახურება, ალბათ ეს ჰქონდა მას მიზნად. არ ვიცი დეტალები, თუ რა იცოდა ბატონმა კომახიძემ, მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზულად მივუდექით ამ ინფორმაციას. ალბათ, იცით, რომ ბატონმა ბიძინამ კომახიძესთან სალაპარაკოდ შვეიცარიაში ორი წარმომადგენელი გააგზავნა და მათ საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია ჩამოიტანეს. უბედურება ისაა, რომ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვა.

რაში უნდა აძლევდეს ხელს ტერაქტი და სიტუაციის ესკალაცია ხელისუფლებასუღირს კიასეთიმსხვერპლი საააშვილს?

_ ამ საქმეების ექსპერტი არ გახლავართ, მაგრამ მომეწონა ერთი შედარება, რომელიც გააკეთა სოზარ სუბარმა _ როგორც ამერიკის პრეზიდენტის თბილისში ყოფნის დროს აღმოჩნდა ვიღაც, რომელსაც თითქოს პირადი ზიზღი ამოძრავებდა ბუშის მიმართ და აპირებდა, თავისუფლების მოედანზე ბომბი აეფეთქებინა და არავის სჯერა, რომ მის უკან სხვა ძალები არ იდგნენ. თუკი ვინმეს განზრახული აქვს ივანიშვილის თავიდან მოცილება, ალბათ, მსგავსი საქმის გამკეთებლის პოვნა არ გაუჭირდებათ. შესაბამისად, დანაშაული გაიხსნება შემსრულებლის დონეზე და შეიძლება, გამოძიებამ ვერასდროს დაადგინოს, თუ ვინ იყო ამ შეკვეთის უკან. ასეთი ვერსიით, კონკურენტი, რომლისაც ძალიან ეშინია სააკაშვილს და რომელიც აუცილებლად დაამარცხებს, მოშორებული იქნებოდა. შიში რასა რ აფიქრებინებს და გააკეთებინებს ადამიანს. იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი მოხდება, ყველანი ჯანმრთელები და საღსალამათები მივაღწევთ არჩევნებამდე და კიდევ დიდხანს ვიცოცხლებთ. ეს ინფორმაცია სრული სახით მივიდოდა მათ ყურამდე, ვის ყურამდეც უნდა მისულიყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ბატონ ბიძინას აბსოლუტურად არაფრის ეშინია და ყოველი ასეთი ინფორმაცია მას მეტ ძალას და ენერგიას მატებს.