ივანიშვილმა სააკაშვილის გამო ბოდიში მოიხადა

ივანიშვილმა სააკაშვილის გამო ბოდიში მოიხადა

"ბიძინა ივანიშვილმა ჭიათურაში იმ მთავარ კითვას გასცა პასუხი, რომელიც ალბათ, ბევრ ადამიანს აწუხებს. "ქართული ოცნების" ლიდერმა ბოდიშიც კი მოიხადა - საუბარია საკითხზე, რატომ ედგა ამდენ ხანს ის სააკაშვილის ხელისუფლებას გვერდით და ფულს უშურველად ხარჯავდა. ივანიშვილმა ადანაშაული აღიარა და ახსნა, თუ რატომ წავიდა პოლიტიკაში - ვგრძნობ ჩემს წილ დანაშაულს, მეგონა ვაკეთებდი ჩემს გასაკეთებლს და გვიან მივხვდი, რომ საქმე ასე არ უნდა გამეკეთებინა. თურმე უბედურების სათავე აქაა. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მინდა, რომ კარგად შეაფასოთ, გულწრფელი ვარ თქვენს წინაშე, არ ვთვალთმაქცობ", განაცხადა ივანიშვილმა. იგი ჭიათურაში "რეგრესის პენსიონერებს" შეხვდა, მან საწარმოო ტრავმების შედეგად დაზარალებულ მაღაროელებს თანადგომა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ ადამიანების წინაში ვალდებულია. ბიძინა ივანიშვილმა "რეგრესის პენსიონერებს" პირობა მისცა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათი უფლებები დაცული იქნება", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ივანიშვილმა სააკაშვილის გამო ბოდიში მოიხადა. 

"მამაჩემი მაღაროელი იყო. ჩემი სოფლელები ძირითადად მაღაროში მუშაობდნენ. ძალიან ბევრი თქვენნაირი მეზობელი მყავს, ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა ფეხი. ბევრიც დაიღუპა. არ გამიგია, რომელიმე სახელმწიფოს თქვენნაირ ხალხზე უარი ეთქვას. არავის აქვს ასეთ ადამიანებზე ზურგი შექცეული. უარს არ ეუბნება იმის გადახდაზე, რასაც იმსახურებენ. ეს არ არის დახმარება, ესაა დამსახურების შედეგი. ის რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა თქვენთვის ზურგი შეექცია თაღლითობაა. მე გავეცანი და კარგად ვიცი იურიდიული საბითებიც, ძალიან ბევრ შემთხვევაში კონკრეტული მდგომარეობებიც და გარდა თაღლითობისა, სხვა სიტყვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ მოვძებნე. როგორც მოგექცათ ჩვენი სახელმწიფო, სააკაშვილი, ამას ჰქვია თაღლითობა. სახელმწიფომ გაყიდა სახელმწიფო საკუთრება - ჭიათურმანგანუმზე მაქვს საუბარი, მაღაროებზე. სახელმწიფო რომ ასხვისებს, ყველა ვალდებულება, რომელსაც მყიდველი ვერ ასრულებს, საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თქვენი შემთხვევა იმდენად განსაკუთრებულია, რომ კერძო საკუთრებაც რომ ყოფილიყო და გადასულიყო სხვა კერძო მესაკუთრის ხელში, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ვალდებული იყო, თქვენ წინაშე აერო ყველა ვალდებულება", - განაცხადა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა, რომლის თქმით, სახელმწიფომ თაღლითურად თქვა უარი გარკვეული ასაკის ადამიაჯებისთვის აუცილებელი ვალდებულებების შესრულებაზე", - აღნიშნავს გამოცემა.

"არ მინდა ვისაუბრო დღევანდელ მესაკუთრეზე. სხვათა შორის ვაგროვებ ყველანაირ საბუთს, რაც კი არსებობს და რასაც მოგვაწვდიან, რომ შევისწავლო, ვინ არის დრევანდელი მესაკუთრე, რისი საშუალებები აქვს მას. არ გამოვრიცხავ, რომ დღეს როგორი წესითაც ხორციელდება მარგანეცის მოპოვება, დღევანდელი მესაკუთრე რენტაბელობის ზღვარზეც გადიოდეს და არ ჰქონდეს დიდი მოგება. არ გამოვრიცხავ იმას, რომ სახელმწიფომ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და გაუსუფთავა რაღაც ვალდებულებები, რაღაც პასივები ჩამოაჭრა, შეუქმნა პირობები და დააინტერესა, რომ აემუშავებინა მაღაროები. ჩემი აზრით, ეს დასაშვებია, თუ ასე მოხდა. ეს გასაგებია და ჰეჰაბით შეიძლება მოვეკიდოთ. ამ საბუტებს ჩვენ გავეცნობით და გავიგებთ, რამდენად ობიექტურად მოიქცა ჩვენი სახლემწიფო. არ გამოვრიცხავ, რომ ინვესტორენის რაოდენობა დიდი არ იყო და შესაძლებელია, სახლემწიფო მოხელები იმ დროს სწორად მოქმედებდნენ", - განმარტა ივანიშვილმა, რომლის აზრით, "მისაღებია, თუ ინვესტორს შეუქმნეს სწორი გარემო", - დასძენს გამოცემა. 

"ის, რომ დღეს ჩვენი პრეზიდენტი ტრაბახობს, სახელმწიფო არ არსებობდა და მან შექმნა, მარტო ეს ერთი ატრიბუტი, მხოლოდ დამოკიდებულება თქვენდამი საკმარისია იმისთვის, რომ ამ სახელმწიფოს სახელმწიფო არ შეიძლება ეწოდოს. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი ჩვენი ხელისუფლების ნაცვლად, რომ თქვენ ასე მოგექცნენ. მე გარკვეულ უხერხულობას განვიცდი, რომ თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში ყურადღება ვერ მოგაქციეთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა, ერთ მუშტად შევიკრათ და სახალხო ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რათა დაიცვას თქვენი უფლებები. გპირდებით, რომ ოქტომბერში აუცილებლად მოვალთ", - დასძინა ივანიშვილმა. მან დანარჩენი მოსახლეობის მიმართაც გააკეთა განცხადებები და აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ემოცია დავხარჯეთ და ამ შემთხვევაში, ემოციურად ივანიშვილს ან ალასანიას ხალხმა მხარი არ უნდა დაუჭიროს", - წერს სტატიის ავტორი

"უნდა დააკვირდეთ, დაფიქრდეთ, რადგან ამ ემოციურობით ძალიან ბევრი დავკარგეთ ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ჩემი თხოვნაა, არა ჩემდამი მხარდაჭერა, არამედ ის, რასაც თქვენ მიეჩვიოთ ანალიზს და დაფიქრებიტ გაარჩიოთ თეთრი და შავი. მე არ მინდა გითხრათ, რომ მე ვარ თეთრი, თავად უნდა გააანალიზოთ. მგონია, ქართველებს გონიერება არ გვაკლია, გადადესთ გვერდით ემოციები და მხოლოდ გონებით გააკეთეთ არჩევანი", - თქვა ივანიშვილმა. ჭიათურლების თქმით, გარდა რეგრესის პენსიონერებისა, სხვა უამრავი პრობლემაცაა - მაღაროელები სანთლით ინათებენ სამუშაო მონაკვეთებს, არ არის მწყობრში სავენტილაციო სისტემა, უხელფასობაა, მაშინ როცა ხელმძღვანელობას 40-50 ატას ლარიან ანაზღაურება აქვს. მაღაროში სასაკლაოა, დღე არ გავა, ვინმეს ხელი ან ფეხი არ მოსწყდეს, ყოველთვიურად ერთი ადამიანი მაინც იღუპება. სააკაშვილის მიერ გახსნილი საავადმყოფო კი ჭიათურლებს სასაცილოდ არ ჰყოფნით. იქ ადგილების ნაკლებობაა", - დასძენს სტატიის ავტორი.