როგორც "პირWელის" მიერ ბაქრაძის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, ბაქრაძემ 2008 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ხელფასის სახით - 46 427 ლარი აიღო, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას - 17 877 ლარი, ხოლო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კი - 3 540 ლარი გამოიმუშავა. უკვე 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ბაქრაძემ 83 099 ლარი აიღო, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 91 832 ლარი გამოიმუშავა.
დეკლარაციის მიხედვით, 2008, 2009 და 2010 წლებში ბაქარაძის მეუღლე მაკა მეტრეველი თბილისის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა, რისთვისაც ანაზღაურების სახით, წლების შესაბამისად, 4 893 ლარი, 16 336 ლარი და 14 922 ლარი მიიღო.
ასევე ბაქრაძის მამა - შუქრი ბაქრაძე 2010 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ი.მ. "გიორგი აბასაშვილში" ბუღალტერად მუშაობდა, საიდანაც 5 000 ლარის შემოსავალი მიიღო.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფაში - "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", 2009 წელს აღნიშნულია, რომ დავით ბაქრაძეს 30 000 ლარი ჰქონდა, 2010 წელს - 10 000 ლარი, ხოლო 2011 წელს კი - 25 000 ლარი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს - 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ბაქრაძეს "თიბისი ბანკში" გახსნილ სახელფასო საბარათე ანგარიშზე - 21 857 ლარი (დეპოზიტი) ერიცხებოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს ანგარიშები "საქართველოს ბანკსა" და "ბაზის ბანკშიც" ჰქონდა გახსნილი, მაგრამ დეკლარაციის შევსების მომენტში მათზე თანხა არ ფიქსირდება.
უკვე 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, დავით ბაქრაძეს "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 700 ლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, მას HSBC ბანკში ანაბარიც ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 40 000 აშშ დოლარი ჰქონდა.
2011 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად კი, დავით ბაქრაძეს "თიბისი ბანკში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით 1450 ლარი ერიცხებოდა, იმავე ბანკში გახსნილ ანაბარზე კი - 40 000 აშშ დოლარი.
რაც შეეხება ბაქრაძის ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებს, სამი წლის დეკლარაციის მიხედვით, არც პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეს და არც ბაქარაძის მშობლებს ბანკებში "სერიოზული" ანგარიშები გახსნილი არ ჰქონიათ.
ბაქრაძეების უძრავ ქონებას რაც შეეხება, თუ დეკლარაციებს ვენდობით, 2009 წელს პარლამენტის თავმჯდომარეს და არც მისი ოჯახის წევრებს უძრავი ქონება საერთოდ არ გააჩნდათ, ყოველ შემთხვევაში დეკლარაციაში არაფერია მითითებული.
2010 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად კი, დავით ბაქრაძეს თბილისში, ლარსის ქუჩაზე 213.0 კვმ ფართობის ბინა და 28 კვმ-ის ავტოფარეხი ჰქონდა. გარდა ამისა, ბაქრაძის დედას ლილი ბაქრაძეს თბილისში, ტიბაანის ქუჩაზე 287 კვმ ფართობის საცხოვრებელი ბინა და იქვე 339 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთი უფიქსირდება. ასევე ლილი ბაქრაძეს ეკუთვნის სურამში, 9 აპრილის ქუჩაზე 150 კვმ-ფართობის სახლის და 1000 კვ.მ-ფართობის მიწის ნაკვეთის 33%-33%.
2011 წელს ბაქარძეების უძრავ ქონებას არც არაფერი შემატებია და არც - დაკლებია.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) დეკლარაციის შესაბამისი გრაფა როგორც 2009 და 2010, ისე 2011 წელსაც ცარიელია.
ამასთან, 2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბაქრაძის დედა ლილი ბაქრაძე 2003 წლიდან როგორც ინდივიდუალური მეწარმე "Lili Bakradze-TBE" სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, საიდანაც 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლის სახით 6 904 ლარი მიიღო, 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - 6 512 ლარი, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის შუალედში კი - 6 810 ლარი.
2009 წელს ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი LLC "Fashion Group"-ის და LLC "Georgian Fashion Company"-ის პარტნიორი იყო, მაგრამ არანაირი ფულადი შემოსავალი არ მიუღია. მეტრეველი "Gეორგიან Fასჰიონ ჩომპანყ"-ის პარტნიორი 2010 წელსაც იყო და ასევე NNIP "Fashion Association"-ის გამგეობის წევრიც იყო, თუმცა შემოსავალი არც ამ საქმიანობიდან მიუღია.
ამასთან, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.
დეკლარაციას თუ ვენდობით, 2008 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში არც ბაქრაძეს და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ.
ასევე დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფაში ("თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე") აღნიშნულია, რომ დავით ბაქრაძემ 2010 წელს სამივლინებო თანხის სახით, 28 891 ლარი მიიღო, 2011 წელს კი - 15 655 ლარი. ამასთან, შუქრი ბაქრაძემ 2010 წელს ავტომობილის გაყიდვის შედეგად 2 800 ლარის შემოსავალი მიიღო, 2011 წელს კი საბანკო ანაბრის დივიდენდიდან 1875 ლარის შემოსავალი.
ცნობისთვის, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, დავით ბაქრაძის ოჯახი მეუღლის - მაკა მეტრეველის, შვილების – ეკატერინე და ნინო ბაქრაძეების და მშობლების შუქრი და ლილი ბაქრაძეებისგან შედგება.