სომხური თემა ისევ აქტუალურია - ამჯერად “საქართველოს სომეხთა სათვისტომო”, “სომეხთა სათვისტომოს სტუდენტური ასოციაცია”, “სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული კავშირი” და “საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მოზარდთა კავშირი” თბილისში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმას ითხოვენ. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არერთხელ მიმართეს თბილისის მერიას და საკრებულოს თხოვნით, გასცენ ნებართვა მემორიალის დასადგმელად, მაგრამ თხოვნაზე რეაგირება არ მომხდარა. თითქმის დადასტურებული ინფორმაციით, თბილისში სომეხთა გენოციდის სიმბოლო არ დაიდგმება! ისე, ეთნიკურ სომეხთა ზემოხსენებული მოთხოვნის საპასუხოდ, რატომ არ უნდა მოვითხოვოთ ქართველებმა ერევანში იმ ასობით ქართველის მემორიალის დადგმა, ვინც “ბაგრამიანის ბატალიონმა” აფხაზეთში ამოწყვიტა?! მაინც, რა მოხდა 915 წელს და რატომ სთხოვენ სომხები მსოფლიოს გენოციდის აღიარებას? “ქართული სიტყვა” არმენელოგს, მეცნიერებათა დოქტორ ბონდო არველაძეს ესაუბრა.
ბატონო ბონდო, თურქეთი კატეგორიულად უარყოფს სომხების გენოციდს, რატომ?
- ამ შეკითხვაზე მოკლედ გიპასუხებთ: სომხები ამტკიცებენ, რომ გენოციდი მოხდა და მილიონი თუ მილიონნახევარი სომეხი დაიღუპა. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა და ორი აზრი არ არსებობს, რომ ამას გამართლება არა აქვს, თუმცა თვითონ თურქები ამას უარყოფენ და სხვადასვა მიზეზს ასახელებენ - არეულობა იყოო. ისე, ბოლო დროს ქურთბსაც აბრალებენ სომხების გენოციდი. იცით, რაშია საქმე? - ცნობილია, რომ 1915 წელს მეფის რუსეთის ჯარი თურქეთის ტერტორიაზე შევიდა და ერზრუმი, ართვინი და მიმდებარე ვილაითები დაიკავა. ამ რეგიონში ძალიან დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ სომხები, რადგან ეს ისტორიული სომხეთის ტერიტორიაა. იქაური სოხების გარკვეული ჯგუფები შეეკვრნენ და რუსებს თურქეთის ჯარების განლაგებისა და გადადგილების კოორდინატებს აწვდიდნენ. ერთი სიტყვით, იქაური სომხები რუსებს “შპიონებად” ჰყავდათ და ამის თაობაზე არსებობს დოკუმენტები, მაშინდელი ისტორიკოსების წერილები. გარდა ამისა, როდესაც მეფის რუსეთის ჯარს თურქეთის ზემოაღნიშნული ტერიტორიები დაკავებული ჰქონდა, სომხების გარკვეული ჯგუფები ძალიან აგრესიულად ექცეოდნენ მშვიდობიან თურქ მოსახლეობას... ამ ომში რუსეთი დამარცხდა და, ზავის პირობების შესაბამისად, დატოვა დაკავებული ტერიტორიები. ამის შემდეგ თურქების მხრიდან მოხდა რევანში - უმოწყალოდ მოექცნენ სომხებს და ლტოლვილთა დიდი ტალღა საქართველოსაკენ დაიძრა.
გამოდის, სომხებმა უღალატეს თურქებს, არა?
- ივანე ჯავახიშვილი თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს: “მეფის რუსეთის მთავრობა სომხებს ავტონომიას დაპირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სომხებს გული მიეცათ და სანამ თურქეთის არმია წინა ხაზზე იბრძოდა, ზურგში მშვიდობიანი თურქი მოსახლეობის სასაკლაო მოაწყვეს.” ყველაფერ ამას ხელმძღვანელობდა სომხების დაშკური პარტია, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა სომხებზე. დაშნაკები წამოეგნენ რუსების ცრუ დაპირებას. სინამდვილეში, რუსებს აზრდაც არ ჰქონდათ, თურქეთში სომხური ავტონომია შეექმნათ... კონსტანტინე გამსახურდია თავის სტატიაში ამბობს, მეფის რუსეთმა სომხები საცდელი კურდღლების როლში გამოიყვანა, ავტონომიას დაპირდა, მაგრამ სომხებმა გენოციდი მიიღესო. სომხეთის გენოციდი ძალიან უარყოფითადაა შეფასებული, როგორც კონსტანიტინე გამსახურდიას, ასევე, ივანე ჯავახიშვილის მხრიდანაც. რუსეთმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა ამ გენოციდში და სომეხთა გენოციდი, პრაქტიკულად, რუსების პროვოცირებული გამოდის.
საინტერესო ეპიზოდის მოყვანა შეიძლება გერმანელი გენერლის, ბარონ ფრიდრიხ ფონ კრესენშტეინის წიგნიდან, რომელიც იმხანად კავკასიაში მსახურობდა - 1918 წელს საქართველოში გერმანიის წარმომადგენელი იყო და თავის მოგონებებში წერს: “როცა სომხეთში ვიყავი, მოვინახულე ეჩმიძინის კათოლიკოს-პატრიარქი. იმ დროს მთელი ეჩმიაძიანი და გარშემო სოფლები სავსე იყო თურქეთიდან გამოქცეული სომეხი ლტოლვილებით, რომლებიც შიმშილითა და ავადმყოფობით იხოცებოდნენ, საზარელი სურათი და საშინელი ტრაგედია იყო. კათოლიკოსი გეორქ V სომეხ ლტოვილებზე ლაპარაკობდა და ხანდახან მათ მიმართ აგრესიული ხდებოდა. ამიტომ, მეც არ მოვრიდებივარ, მიმეთითებინა სომხების ღალატზე თურქებისადმი და იმ საშინელებაზე, რაც სომხებმა ჩაიდინეს მუსულმანთა წინააღმდეგ. სომხების ნამოქმედარი თურქების ნამოქმდარზე ნაკლებ საზარელი არ იყო”. მოკლედ, ასეთია ფაქტები.
თურქეთიდან გამოქცეული სომხების საქართველოში შემოსვლა მეფის რუსეთის ხელისუფლებისხელშეწყობით მოხდა?
- რა თქმა უნდა, 1915 წელს სომეხ ლტოლვილთა ნახევარზე მეტი საქართველოში შემოვიდა. 1918 წელს საქართველო დამოუკიდებელი ხდება, მთავრობა სუსტია - ფეხზე ვერ დგას. თურქებმა დრო იხელთეს და ახალქალაქი და ახლციხე დაიკავეს, სადაც ლტოლვილი სომხები ცხოვრობდნენ. სომხები გამოიქცნენ და თავი ბაკურიანისა და აწყურის ტყეებს შეაფარეს. ეს ლტოლვილთა მეორე ტალღა იყო. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ - შიმშილი, ავადმყოფობა. საქართველოს მაშინდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეწყო, სომეხი დაშნაკები კი გაჰყვიროდნენ, საქართველოს მთავრობა სომეხ ლტოლვილებს ყურადღებას არ აქცევოსო. არადა, საქართველოს ხელისუფლება სომეხ ლტოლვილებზე უფრო მეტ თანხას ხარჯავდა, ვიდრე - ქართველ ლტოლვილებზე. ჟორდანიას მთავრობამ სომხეთის დაშნაკურ პარტიას გაუგზავნა მოთხოვნა, ჩვენ მივხედავთ ლტოლვილებს, მაგრამ გარკვეული ნაწილი მაინც შეიფარეთ, ამდენს ვერ ავუდივართო.. დაშნაკებმა უარი უთხრეს, ამის საშუალება არ გაქვსო... ერთი სიტყვით, ქართველებმა იტეხეთ თავიო.
დამოუკიდებელმა საქრთველომ ძალიან ცოტა ხანს იარსება... ბოლშევიკების საქართველოშიშემოსვლაში გარკვეული როლი, როგორც ვიცი, სომხებსაც მიუძღვით...
- ჯერ სომხეთი გასაბჭოვდა, შემდეგ - აზერბაიჯანი და, ბოლოს - საქართველო. “დიდი სტალინი” და “დიდი ორჯონიკიძე” რომ გვყავდა, მათ შულავერში სომხური მთავრობის მსგავსი რაღაც გაერთიანება შექნეს. “შულავერის სომხურმა მთავრობამ” რუსებს სთხოვა, დაგვეხმარეო და ბოლშევიკების კოალიციურმა ჯარმა საქართველოს ანექსია მოახდინა. შულავერის ხიდს ქართველი ჯარისკაცები იცავდნენ, მივიდნენ სომხები, ამ ბიჭებს რაღაც დაალევინეს და დახოცეს. ხიდი დაცული აღარ იყო და ბოლშევიკები უპრობლემოდ შემოვიდნენ.
ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, სასაზღვრო გამიჯვნები დაიწყო. ახალქალქელმა სომხებმა, უფრო სწორად, თვითმმართველობაში მოკალათებულმა დაშნაკებმა, გამოიტანეს დადგენილება, ახალქალაქი და ჯავახეთი მთლიანად მიურთდეს სომხეთსო. ეს გულში დანის ჩაცემა იყო ქართველებისთვის. მაშინ გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე, ჯართან ერთად, ავიდა ჯავახეთში და დაშნაკებმა სასწრაფოდ გააუქმეს დადგენილება.
რა დროიდან ცხოვრობენ სომხები ჯავახეთში?
- ჯავახეთი თავიდან ქართველებით იყო დასახლებული, მაგრამ სომხები ამას უარყოფენ. პირველი სომხური ნაკადი ამ რეგიონში მე-19 საუკუნის 20-იანი წლებში შევიდა. 1829 წელს, როდესაც რუსეთ-თურქეთის ომი დამთავრდა, ანდრიაპოლის ზავის თანახმად, ერზრუმი და ართვინი დაუბრუნდა თურქებს და მეფის რუსეთის ჯარები თურქეთიდან გამოვიდნენ. მაშინაც, ერზრუმის ვილაიეთების სომხებმა გენერალ პასკევიჩს გაუგზავნეს თხოვნა. ამ თხოვნის ინიაციატორი იყო არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი. ბაგრატუნი მისი ზეწოდება გახლდათ, სინამდვილეში კი, კარაპეტ ერზიკიანი იყო და პაპამისი ისტორიაში ერზიკ-ოღლის გვარითაა ცნობილი. კარაპეტ ერზიკიანი სპერიდან გახლდათ. მოგეხსენებათ, სპერი ბაგრატოვანთა სამკვიდრო იყო, ამიტომაც, აიღო ზეწოდებად ეს გვარი ერზიკიანმა. მას სომხური ეპარქია ჰქონდა ჩაბარებული. ერთი სიტყვით, არქიეპისკოპოს კარაპეტ ერზიკიანის ინიციტივით დაიწერა წერილი გენერალ პასკევიჩის სახელზე, რომელშიც სომხები სამი პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. წერილი ასე იწყებოდა: “...გთხოვთ, რუსეთის იმპერიის საზღვრებში, ახალქალაქის და ახალციხის მიმდებარე სოფლებში დაგვასახლოთ” (რამდენიმე ათას სომეხ ოჯახზე იყო ლაპარაკი). შემდეგ, წამოყენებული იყო პირობები. პირველი პირობა: სომხურ სოფლებში სომხების გარდა არავინ უნდა იცხოვროს. მეორე: სასამართლო წარმოება უნდა იყოს სომხურ ენაზე და მესამე: სანამ სომხები ახალციხეში ფეხს მოიკიდებდნენ, გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ. რუსეთის მეფის მთავრობამ მარტო ბოლო პირობა შეასრულა - გადასახადებიდან გაათავისუფლა. სომხური ახლამოშენეების პირველი ტალღა აქედან იწყება, რომლის სულის ჩამდგმელი არქიეპისკოპოსი კარაპეტი იყო. ის თავად მოუძღვოდა სომხებს საქრთველოსკენ. როდესაც ჯავახეთში შემოვიდნენ, კარაპეტმა თავისი ჯოხი სამჯერ დაარტყა ქართულ მიწას და თქვა: “ძმებო! მშობლიური სომხური მიწიდან ისევ მშობლიურ სომხურ მიწაზე ვბრუნდებით!” ამ კარაპეტს უდიდესი ღვაწლი აქვს ახალქალაქში, ახალციხესა და წალკაში სომხების დასახლება-დამკვიდრებაში. იგი იმდენად მოწადინებული იყო, საკუთარ ფულს აძლევდა სომხებს, რომ ფეხი მოეკიდათ ქართულ მიწაზე!
ჯავახეთის ქართველობა სად გაქრა?
- როდესაც კარაპეტმა სომხები ჩამოიყვანა ჯავახეთში, იქ მუსულმანი ქართველები ცხოვრობდნენ. მათ რუსებს სთხოვეს, დაგვიმტკიცეთ ჩვენი მამულები და გავქრისტიანდებითო. რუსებმა უარი უთხრეს და იძულებულები გახადეს, თურქეთში გადასახლებულიყვნენ. ასე დასახლდნენ სომხები ჯავახეთში და ეს ზღაპარი არ გეგონოთ. ეს ნამდვილი ამბავია. რუსებმა ქართველი მუსულმანების ნასოფლარებზე სომხები დაასახლეს. სომხებმა დაუფასეს კარაპეტს ამაგი - რამდენიმე წლის წინ, კარაპეტ არზიკიან-ბაგრატუნს ძეგლი დაუდგეს ახალქალაქში. ეს ძეგლი თავად მაქვს ნანახი - ჯოხით ხელში დგას.
ისევ დღევანდელობას დავუბრუნდეთ. თუ კარაპეტს დაუდგეს ძეგლი, ხომ შეიძლება, სომხებისგენოციდის სიმბოლოც დადგან საქართველოში?
- სომხების გენოციდის მემორიალის დადგმა საქართველოში, პრაქტიკულად, გენოციდის აღიარებაა, რაც ჩვენ მეზობელ თურქეთს ნამდვილად არ მოეწონება. საქართველოს თურქეთთან ახლო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობა აქვს და ლაპარაკია ოშკისა და ხახულის გადმოცემაზე. საქართველოს არ აწყობს სომხეთის გენოციდის საკითხის წამოწევა, მით უმეტეს, ამ გენოციდის საკითხი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბოლომდე გარკვეული არაა. ისეთმა ძლიერმა სახელმწიფომ, როგორიც საფრანგეთია, აღიარა სომხების გენოციდი, მაგრამ ისე გაუმწვავდა ურთიერთობა თურქეთთან, რომ იძულებული გახდა, ეთქვა, უნდა გადავხედო ამ აღიარებასო.
სომხებს ძლიერი ფინანსური ლობი ჰყავთ, როგორც ევროპაში, ასევე, - ამერიაკში და თურქეთისმხრიდან გენოციდის აღიარების შემთხვევაში, ეს ლობი დიდი კონტრიბუციას მიიღებს. დაახლოებით,რა თანხაზე შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია?
- რა თქმა უნდა, სომხებს ეს ინტერესი აქვთ და ტრილიონებზე იქნება ლაპარაკი, მაგრამ თურქეთი გენოციდს არ აღიარებს.
ხომ შეიძლება, კულუარული მოლაპარაკება დაიწყოს და კორუფციული გარიგება მოხდეს დიდიქვეყნების მთავრობებთან, თუნდაც, რუსეთთან?
- რუსეთის მთავრობისაგან ყველაფერი მოსალოდნელია. რუსეთში არის პარტია - “ჯავახკი”, რომელიც დაშანაკების პარტიის ნაწილია. ისინი ძალიან აგრესიულები არიან და იბრძვიან ჯავახეთის მიიერთებისა და სომხების გენოციდის აღიარებისათვისაც.