პატიმართა წამებისთვის ხათუნა კალმახელიძე 57 ათასი ლარით დააჯილდოვეს?!

პატიმართა წამებისთვის ხათუნა კალმახელიძე 57 ათასი ლარით დააჯილდოვეს?!

პარლამენტში 2011 წლის ანგარიშის წარსადგენად მისულ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ირაკლი ალასანიას თანაგუნდელმა, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა გია ცაგარეიშვილმა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომრის კოტე კუბლაშვილისა და თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილის ფეშენებელური სასახლების ფოტოსურათები აუფრიალა. ჰოდა, “პირველმაც” წონასწორობა დაკარგა - ჯერ იყო და, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზიდან გაიქცა, მერე, უკან დაბრუნებულმა ზემოხსენებული ფოტოები მოისროლა და ვანო მერაბიშვილს სულ “გაღლეტილი” ეძახა. სინამდვილეში, რა ქონებას ფლობენ სააკაშვილის მინისტრები? - ამ თემაზე “ქართულ სიტყვას” “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” პროექტ “საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” კოორდინატორი სერგი ჯორბენაძე ესაუბრა:

- პროექტი ,,საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა” მიზნად საჯარო უწყებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას, საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობას და ტრანსფარენტულობას ისახავს. ჩვენ ინფორმაციას თითოეული დაწესებულებიდან ვითხოვთ. აქამდე ნებისმიერი დოკუმენტი - ვიდეო, ნახაზი და, საერთოდ, ყველაფერი, რაც საჯარო დაწესებულებაში მატერიალური სახით ინახებოდა, საჯარო ინფორმაციად ითვლებოდა. ახლა კი, საჯარო დაწესებულებებს საშუალება ეძლევათ, ნებისმიერ საჯარო ინფორმაციას ოთხი კლასიფიკაციიდან - “შეზღუდული”, “კონფიდენციალური”, “არაკლასიფიცირებული” და “ღია” - ერთ-ერთი მიანიჭონ. თუკი რომელიმე საჯარო ინფორმაციას გრიფი - “შეზღუდული” დაედება, მაშინ ეს ინფორმაცია დაიხურება.
რომელი სამინისტრო გიწევთ აბსოლუტურ იგნორირებას და ინფორმაციას არ გაწვდით?
- თავდაცვის, ლტოლვილთა და განათლების სამინისტროები. იყო შემთხვევა, როცა ინფორმაცია არც სასჯელაღსრულების სამინისტორომ გადმოგვცა. ამის გამო სასამართლოს მივმართეთ, მაგრამ პროცესი წავაგეთ, რადგან სასამართლომ, როგორც წესი, სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
სერგითუ რომელიმე სამინისტრო საჯარო ინფორმაციას არ გაწვდითამის გამო ჯარიმის გადახდაეკისრება?
- სამწუხაროდ, კანონში არ წერია, რომ ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს რაიმე სანქცია ეკისრება. ინფორმაციის გაცემა სავალდებულოა, მაგრამ თუ არ გასცეს, შეგვიძლია, ადმინისრაციული, ან სასამართლო საჩივარი მოვამზადოთ. ადმინისტრაციული საჩივრით შეიძლება, ზიანის ანაზღაურება მოვითხოვოთ, რაც სამართლებრივად დასაშვებია, მაგრამ ამის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს. ცუდი ისაა, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც კონკრეტულ პირს ინფორმაციის გაცემას ავალდებულებს, თუმცა სინამდვილეში, ინფორმაციის გაცემა მინისტრის, ან სხვა საჯარო სამსახურის ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

წინააღმდეგობის მიუხედავადკვლევებს მაინც აწარმოებთინფორმაციას ვისგან და როგორ იღებთ?

- მსგავს კვლევებს ყოველწლიურად ვატარებთ, მაგრამ სახელფასო და საპრემიო თანხებზე ინფორმაციის გამოთხოვა ხშირად ჭიანურდება, რადგან ეს თემა ყველაზე სენსიტიური და რთულია. ისე, დეკლარაციაში მაღალჩინოსანთა საერთო შემოსავალი მითითებულია და გაუგებარია, რას, ან რატომ მალავენ. ჩინოსანთა საერთო შემოსავალზე ინფორმაციას საჯარო პირთა ქონებრივი დეკლარაციიდან ვიღებთ, მერე, ყოველწლიურ სახელფასო თანხას საერთო მონაცემს ვაკლებთ და პრემია-დანამატების ოდენობას ასე განვსაზღვრავთ. კანონით, მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 3 540 ლარია, რაც წელიწადში 42 480 ლარს უდრის. პრემიერის ყოველწლური ხელფასი 51 ათასი ლარია. ნიკა გულაურისა და მისი მინისტრთა კაბინეტის არასრული შემადგენლობის საპრემიო-სადანამატო შემოსავალი კი, 2011 წლის მონაცემებით, ასე გამოიყურება:
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, პრემია-დანამატის სახით, 75 241 ლარი აიღო, სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ - 57 020, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა - 50 810, კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ კი, - 45 520 ლარი. სხვათა შორის, 2011 წელს კულტურის მინისტრს მივლინებებში 12 091 ლარი აქვს დახარჯული. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის წლიური შემოსავალი 77 880 ლარია. მისი მეუღლე ირინე ონაშვილი შპს “ფეშენ შარმის” დირექტორია და მისი წლიური შემოსავალი 12 253 ლარია.

სერგიშს მინისტრს პრეზიდეტმა “გაღლეტილი” უწოდათქვენი მონაცემებითვანო მერაბიშვილი,მართლაც, “გაღლეტილია”?

- შს მინისტრის წლიური შემოსავალი 32 175 ლარია. 2011 წლის მეორე კვარტალში შს სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემულმა თანხამ 88 411 810 ლარი შეადგინა, პრემიებმა კი, - 10 298 078.

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის წლიური შემოსავალი 59 120 ლარია. ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებზე 2011 წლის პირველ კვარტალში შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეულმა ხარჯებმა 129 7280 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მინისტრი, რომლის დეკლარაციაშიც მხოლოდ ხელფასის თანხაა მითითებული და პრემია არასოდეს აუღია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილია.

ვინაა საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი?

- ყველაზე მაღალანაზრაურებადი ჩინოვნიკების სია ასე გამოიყურება: პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძის წლიური ხელფასი 53 400 ლარია, პრემია - 38 433; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილის ხელფასი - 42 600, პრემია - 21 082; თბილისის მერ გიგი უგულავას ყოველწლიური ხელფასი - 42 480, პრემია - 49 882. ეროვნული უშიშროების საბჭოში გაწეული სამუშაოსთვის ეკატერინე ტყეშელაშვილის წლიურმა შემოსავალმა 45 540 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს გაწეული სამსახურისთვის ნიკოლაიშვილმა 27 485 ლარი მიიღო, მინისტრის თანამდებობიდან კი, - 52 698. განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის წლიური შემოსავალი 70 800 ლარია, გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძის - 71 745, ვერა ქობალიასი - 42 641, ბაჩო ახალაიასი - 57 348, ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანის - 93 290, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის კი, - 84 960. სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გაწეული სამუშაოსთვის 2011 წელს 86 730 ლარი მიიღო.

სერგიფლობთ თუ არა ინფორმაციას კონტროლის პალატის მაღალჩინოსანთა ხელფასებსა დაპრემიებზე?

- კონტროლის პალატისგან მიღებული ინფორმაციით, 2011 წელს ლევან ბეჟაშვილმა, პრემიის სახით, 20 280 ლარი მიიღო, მისი პირველმა მოადგილე, შოთა თარხნიშვილიმა - 33 160, მეორე მოადგილე გიორგი ლაცაბიძემ კი, - 32 800. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონოტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძეს, ამ ეტაოზე, ხელფასის სახით 2 ათასი აქვს აღებული, პრემია კი, - 2 530.