ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს მხარს უჭერენ

ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს მხარს უჭერენ

უცხოური მედიის ცნობით, ევროდეპუტატები რეკომენდაციას გასცემენ, რომ საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ერთ პაკეტში არ განიხილონ.

აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან გამართული დისკუსიის დროს გააკეთეს.

ევროპარლამენტარების აზრით, საქართველომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა და იმსახურებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას უსწრაფეს ვადებში.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაარწმუნა ევროპარლამენტარები, რომ საქართველო აგრძელებს რეფორმებს, რომელიც ასოცირების შეთანხმების შესრულებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურების მიღება გადადეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ბრიუსელიდან, ევროკავშირის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროპაში არალეგალური მიგრაციის ზრდის ფონზე, სავიზო რეჟიმის გადადება ასევე ემუქრება თურქეთს, უკრაინას და კოსოვოს.