ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი საოცარი პიროვნებაა, რომელსაც კრიზისი არ ჰქონია და კარგის მეტი არაფერი შეუქმნია.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სხვადასხვა კრიზისულმა თემებმა წამოიწა, თუმცა ამავე დროს, ივანიშვილი ღარიბაშვილს დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსს უწოდებს.
"მახსოვს, რომ ჯანყარაშვილის თემა წამოწიეს და შეიძლება, იქ იყო რაღაც გადაცდომები. ირაკლი ძალიან ღირსეულად მოიქცა, გაასწორა თემა და მერე კითხვაც დასვა - იქნებ აღარც ღირს, ესაა კარგი, ნორმალური. მოხდა ის, რომ მე ზენიტში მყოფი წამოვედი, ეს დაფუძნდა და წამოვიდა მეორე პრემიერ-მინიტრი. ღარიბაშვილს დიდი რესურსი აქვს და როცა მოუნდება ნებისმიერ დროს პოლიტიკაში, კარებს შეაღებს. კვირიკაშვილს კარგის მეტი არაფერი შეუქმნია. ის საოცარი პიროვნებაა, ხალხი უნდა ოცნებობდეს, რომ ასეთი პიროვნება ჰყავდეს სამსახურში. კვირიკაშვილი აბსოლუტურად მსუბუქად დატოვებს ხელისუფლებას, როცა ოდნავ საჭიროებაც გაჩნდება. ასეთი ხელისუფლება რომ გვყავს, შეფასება სჭირდება",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.