"ნაციონალურ მოძრაობას" ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაცინალური მოძრაობა" ცდილობს, წარმოაჩინონ თავი, რომ ძირითადი ოპოზიციური ძალაა, თუმცა ეს ასე არ არის.

ივანიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატაცებული ფულით სიცრუის მანქანები შექმნა, რისი მეშვეობითაც ცდილობს, თავი ძირითად ოპოზიციურ პარტიად წარმოდგინოს.

"ცდილობენ, წარმოაჩინონ თავი რომ ძირითადი ოპოზიციური ძალაა, თუმცა მე არ მიმაჩნია ასე, მაგრამ ამას ინსტრუმენტებით ახერხებენ, რომელიც მათ ძარცვის შემდეგ შექმნეს. "ნაციონალურ მოძრაობას" გაუჭირდება და ვერ შეძლებს ძირითადი ოპოზიციური ძალა იყოს, ამის საშუალება ბევრ პარტიას აქვს. მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნებათ", - განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.