"ვთხოვდი ხალვაშს და დვალს, თუ საქმე მათ სასარგებლოდ არჩევნებამდე დამთავრდა, არ შეეხონ გვარამიას"

ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ქიბარ ხალვაშს და დავით დვალს მიმართავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "რუსთავი 2"- ის საქმე არჩევნებამდე მათ სასარგებლოდ დამთავრდა, ნიკა გვარამია დატოვონ თანამდებობაზე.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, "რუსთავი 2" - ის საქმეზე საუბრისას, ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს მიმართა, რომ თუ ისინი მის თხოვნას გაითვალისწინებენ, ყველანაირ ფინანსურ ხარჯებს აუნაზღაურებს.

"გარანტად დავუდგებოდი, თუ ფინანსურად რაიმე ზარალს ნახავდნენ, დავეხმარებოდი, ქიბარ ხალვაში იქნებოდა ეს, თუ დავით დვალი (ან ორივე ერთად) და ვთხოვდი, რომ თუ სასამართლო არჩევნებამდე მათ სასარგებლოდ დასრულდა, არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს.

"რუსთავი 2" დღეს ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში, მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ვთხოვდი ხალვაშს და დვალს, თუ მოხდა და პროცესი არჩევნებამდე დასრულდება, გარანტი ვიქნებოდი, ავუნაზღაურო ყოველგვარი დანაკარგი, ყველანი დარჩით არჩევნების ბოლომდე",- განაცხადა ივანიშვილმა ეკა კვესიტაძის კითხვის საპასუხოდ.