"რუსთავი 2" კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში კარგი შედეგი მიიღოს"

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ "რუსთავი 2" - ში მენეჯმენტის შეცვლა აბსოლუტურად მიუღებელია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესისათვის.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნიკა გვარამია იყო პროკურორის მოადგილე, როდესაც "იმედის" ჟურნალისტები იატაკზე გართხმულები იყვნენ და ტელვიზია წაიღეს.

"დღეს გამოდის გვარამია და თავისუფალი მედიის სიმბოლოდქცეულ "რუსთავი 2"- ს იცავს.

ყარამანაშვილები ვერც კი ბედავენ გამოსვლას. სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს, როგორ მოგწონთ?! როგორ უნდა დამთავრდეს სასამართლო პროცესი, მე ამას სასამართლოს ვერ მივუთითებ. მე არ მყოფნის სითავხედე, თქვენგან განსხვავებით, სასამართლოს მივანიშნო, როდის რა უნდა დაამთავროს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის და პოლიტიკური პროცესისთვის, ქვეყნისთვის ახლა მენეჯმენტის შეცვლა ტელევიზიაში აბსოლუტურად მიუღებელი და არასასურველია.

"რუსთავი 2" კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში კარგი შედეგი მიიღოს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.