"ვერ ნახავთ მსგავს ფაქტს, რომ ასეთ ღარიბ ქვეყანაში, ამ დონეზე იყოს დემოკრატიული ღირებულებები დაცული"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ ეკონომიკის მსგავს ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა საკმაოდ მაღალ დონეზეა.

"მსოფლიოში ვერ ნახავთ მსგავსს, რომ ადამიანის უფლებები ამ დონეზე იყოს დაცული. მსგავს მაგალითს ვერ ნახავთ, რომ ასეთ ღარიბ, ასეთ ეკონომიკის მსგავს ქვეყანაში, ამ დონეზე იყოს დაცული დემოკრატიული ღირებულებები",- აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, მედია მონოპოლიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობა რეალობას ვერ ხედავდა.

"დავით აღმაშენებლს ედრებოდა. როგორი თავხედობაა. ამას ახერხებდა, რომ ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან, იშვიათი გამონაკლისის გარდა", - განაცხდა ივანიშვილმა.