"ვერავინ დაარქმევს GDS - ს, რომ ის ან ჩემს, ან ხელისუფლების აგიტაციას ეწევა"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სჯობს გადაჭარბებული იყოს ხელისუფლების კრიტიკა მედიის მხრიდან, ვიდრე - არ იყოს საკმარისი.

მისი თქმით, გარკვეულ ტელევიზიებში ხელისუფლების კრიტიკა გადაჭარბებულად ისმის, თუმცა ეს აუცილებელიცაა.

"GDS ყველაზე ზომიერი ტელევიზიაა. ვერავინ დაარქმევს GDS - ს, რომ ის ან ჩემს, ან ხელისუფლების აგიტაციას ეწევა, ან იმ გუნდისას, რომელიც მე დავტოვე, აბსოლუტურად დაბალანსებულია.

უფრო გადაჭარებული არიან სხვა ტელევიზიები ხელისუფლების კრიტიკით, თუმცა ასე სჯობს. პირიქით, არ იყოს, ღმერთმა ნუ ჰქნას და იყოს „GDS“, რომელსაც ჩემთან აქვს კავშირი, სჯობს, გადაჭარბებული იყოს ხელისუფლების კრიტიკა, ვიდრე, არ იყოს საკმარისი. ზოგიერთი ტელევიზია ამას აჭარბებს, მაგრამ ესეც ნორმალურია, საზოგადოებაში ეს უნდა იყოს. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, რომ მას სწორი ანალიზით უპასუხოს. რაც კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ჟურნალისტს ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.