ადამიანის უფლებების მხრივ, შეიძლება, ევროპის ქვეყნებთან შევიდეთ კონკურენციაში

ადამიანის უფლებების მხრივ, შეიძლება, ევროპის ქვეყნებთან შევიდეთ კონკურენციაში

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ადამიანის უფლებების მხრივ, საქართველო ევროპის განვითარებულ ქვეყნებს კონკურენციას უწევს.

აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან სეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებს მხოლოდ დასაქმების კუთხით ჩამორჩება.

"ადამიანის უფლებების მხრივ, პირადად პრეტენზია მაქვს, რომ ჩვენ შეიძლება, კონკურენციაში შევიდეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან, ერთი უფლების გამოკლებით -ადამიანის ძირითადი უფლება და ერთ-ერთი განმსაზღვრელი უნდა იყოს, რომ მას საკუთარ ქვეყანში შეეძლოს სამუშაოს შოვნა და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. ამ მხრივ, ეს არის ადამიანის უფლების ერთ-ერთი განმსაზღვრელი, ეს ეკონომიკაზეა დაფუძნებული და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, პრობლემები დიდია და გასაკეთებელი ძალიან ბევრია. არც დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მაქვს ისეთი ილუზია, რომ ყველაფერი დასრულებულია ან საუკეთესო ვარიანტია, რა თქმა უნდა, რაც შეიძლებოდა მოკლე დროში გაკეთდა და გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავამყაროთ ამ მიმართულებით სვლა და ადამიანის ძირითადი უფლებები უნდა იყოს ყველაფრის სათავეში", - განაცხადა ივანიშვილმა.