ჩემი ახლაგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგი კვირიკაშვილში

ჩემი ახლაგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგი კვირიკაშვილში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაბალანსებული, კეთილშობილი, ადამიანურია და ამავდროულად, კარგი მენეჯერია.

ყოფილი პრემიერის თქმით, კვირიკაშვილი მხოლოდ ერთი განწყობით არის მთავრობის მეთაური, რომლის მიზანია, ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, რათა საუკეთესო გზით წაიყვანოს ის.

"არიან პიროვნებები, რომლებიც ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ჩემნაირად შეძლებულები ქონებრივად და ყველაზე კარგი მაგალითი ამის გახლავთ გიორგი კვირკაშვილი, რომელიც ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და განწყობის იმისა, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მხოლოდ იგივე დანიშნულება და მიზანი აქვს მას. ქონებრივად შეიძლება, მეტი გამაჩნდეს, მაგრამ ნაკლები განწყობა არ აქვს გიორგის და მხოლოდ ამისთვის არის მთავრობაში. სხვა წევრებიც არიან, თუმცა ამ შემთხვევაში, გიორგიზე ვისაუბრებ. ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებული, კეთილშობილი, ადამიანურია და ამავდროულად, არის კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი ფინანსისტი", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს ხვდება.