ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე, შესაძლოა პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირთა განაჩენები გადაიხედოს

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე, შესაძლოა პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირთა განაჩენები გადაიხედოს

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე, იმ პირთა განაჩენების გადახედვა მოხდება, რომლებსაც პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სტატუსი აქვთ მინიჭებული. საქმე ეხება პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში შეყვანილ პირებს.

შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. პროექტის ავტორები გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია არიან. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება განაჩენი საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილი იქნება 2017 წლის 1 -ელ ივნისამდე.

პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, 190 მსჯავრდებული მიჩნეული იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად, ხოლო 25 პირს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნული პირები 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდნენ.