იან კელი:  ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას

იან კელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას

ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკას ამ პროცესში ხმა არ აქვს, მაგრამ ის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. მაგალითად, USAID მუშაობს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ხმა ამ პროცესში, მაგრამ აშკარად განვაცხადეთ ბრიუსელში და სხვადასხვა ქალქებშიც, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციას“, - განაცხადა იან კელიმ.