"საქართველო იმ დისკუსიების ნაწილი იქნება, რომელიც რუსეთთან ინფორმაციის გაცვლას უკავშირდება'.
ამის შესახებ ცენტრალურ აზიასა და სახმრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს.
ის თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე ესწრება საქართველოს დედაქალაში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას.
"საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის. ატარებს უფრო მეტ სამხედრო სწავლებას ჩვენს საზღვრებთან. ხსნის ახალ სამხედრო ობიექტებს. ეს ყველაფერი ვიცით და ყურადღებით ვაკვირდებით. იძულებულს გვხდიან, ასე მოვიქცეთ მათი პოტენციური, აგრესიული ქმედებების გამო, მაგრამ გვჭირდება ამაზე ერთად ვილაპარაკოთ. ერთ-ერთი სფერო, რომელიც გვაინტერესებს, შავი ზღვის რეგიონია. საქართველოს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ნატო-ს დისკუსიებში, თუ როგორია უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია. როგორ იცვლება ყირიმის ანექსიის შემდგომ, რადგან რუსეთმა აღჭურვილობა გადაიტანა ყირიმში. ასევე ვფიქრობთ, როგორ გავაღრმავოთ ინფორმაციის გაცვლა. ასე რომ, საქართველო ამ დისკუსიების ნაწილია", - განაცხადა აპატურაიმ.