ხურჩაში მომხდარი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება

ხურჩაში მომხდარი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხურჩაში მომხდარი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„ეს არის ცინიზმით და სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“, - განაცხადა მღებრიშვილმა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციას ესწრება.

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და რაიმე საფრთხე მოსალოდნელი არ არის.