”ნაციონალების” ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი სპორტსმენი  გია იანტბელიძეა

”ნაციონალების” ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი სპორტსმენი გია იანტბელიძეა

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი სპორტსმენის ვინაობას ასახელებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაპირისპირებაში მონაწილეობდა ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე.

ირმა ნადირაშვილმა მოუწოდა ჭიდაობის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეუწყდეს ინციდენტში მონაწილე გია იანთბელიძეს უფლებამოსილება.

ამასთან, ირმა ნადირაშვილმა სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირებაში იანთბელიძის მონაწილეობის ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.

”სატელევიზიო კადრებიდან ამოღებულ ფოტოზე ჩანს გია იანტბელიძე, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ნიკა მელიას მისამართით დაიწყო ჩხუბი. გია იანტბელიძე არის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენ მივმართავთ ჭიდაობის ფედერაციას, ასევე მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიიღონ გადამწყვეტი ზომები და გია იანთბელიძე გადააყენონ მწვრთნედის პოზიციიდან. იმედი გვაქვს, რომ კალაძის ცოლის ძმის მფარველობა გია იანთბელიძეს დაკავებულ თანამდებობას ვერ შეუნარჩუნებს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.