ჯეიმს აპატურაი :  MAP-ზე უფრო მნიშვნელოვანია, მეტი ნატო საქართველოში

ჯეიმს აპატურაი : MAP-ზე უფრო მნიშვნელოვანია, მეტი ნატო საქართველოში

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს აპატურაი თბილისშია.

აპატურაიმ პირველი კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ MAP ამ ეტაპზე მნიშნვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია - მეტი ნატო საქართველოში.

თბილისში დაგეგმილი შევხედრის შესახებ ინფორმაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაანონსა.

კერძოდ, აპატურაი ევროინტეგრაცის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, დავით ბაქრაძეს შეხვდება.

ცნობისათვის, 24-25 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია თბილისში, სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ჩატარდება.

კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე დაგეგმილია გაერთიანებული სამეფოს ჯარის, უელსის დედოფლის სამეფო პოლკის პარაშუტისტების მხტომელთა “The Tigers” ჩვენება.

კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან და მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად მიეძღვნება ნატო-ს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.