ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წამომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს და მას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ ესწრება.
შეხვედრის თემა ნატო-ს ვარშავის სამიტია.
ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციასაც დაესწრება, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნება.