ბრიტანეთის ელჩი ხურჩის შემთხვევაზე - უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენმა პასუხი აგოს კანონის წინაშე

ბრიტანეთის ელჩი ხურჩის შემთხვევაზე - უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენმა პასუხი აგოს კანონის წინაშე

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ალქსანდრა ჰოლ ჰოლი სოფელ ხურჩაში სქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

"შოკირებული და შეწუხებული ვარ ხუთშაბათს სოფელ ხურჩაში მომხდარი ფაქტით, რომელმაც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე და სიმშვიდე აღდგენილ იქნას.

ამგვარი ინციდენტები ხაზს უსვამს ისეთი დისკუსიის ფორმატის არსებობის აუცილებლობას, როგორიცაა გალის ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი”, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.