გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე სატელეფონო საუბარში იმსჯელეს.
დასავლური პრესის ცნობით, ”ნორმანდიულმა ოთხეულმა” კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობას.
ანგელა მერკელმა, ფრანსუა ოლანდმა, პეტრო პოროშენკომ და ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს და ორივე საკითხზე თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ”ნორმანდიულმა ოთხეულმა” დონბასში ეუთო-ს საპოლიციო მისიის შეყვანის ინიციატივას დაუჭირა მხარი და აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების დაწყების მზადყოფნა გამოთქვა.