საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე ლტოლვილთა ბანაკ იდომენიდან მიგრანტების ევაკუაცია დაიწყო.
„ბიბისის“ ცნობით, ბანაკთან პოლიციის მანქანები და სამგზავრო ავტობუსები იმყოფებიან.
მიგრანტების გადაყვანა მთავრობის მიერ სპეციალურად მოწყობილ ბანაკებში იგეგმება.
იდომენიში ამჯამად დაახლოებით 8,5 ათასი მიგრანტი ცხოვრობს.
როგორც მოსალოდნელია, ევაკუაციის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
საბერძნეთის ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თებერვალში ასობით მიგანტმა საზღვრის გარღვევა სცადა.