ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების დასკვნითი საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს

ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების დასკვნითი საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს

ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ”ღირსეული პარტნიორის” დასკვნითი საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს. 
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სწავლებაში მონაწილეობს ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი - 1 ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი "ABRAMS, ერთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა "ბმპ 2". 
სწავლებაში ასევე მონაწილეობს ქართული CU-25 ტიპის თვითნფრინავი, UH-1H "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი, ამერიკული 105 მმ. ჰაუბიცები და 81 მმ. ბრიტანული ნაღმტყორცნი. 

სწავლების სცენარის მიხედვით, პირობით მოწინაამღდეგეზე პირველ იერიშს სნაიპერები მიიტანენ. ქართველი, ამერიკული და ბრიტანელი სამხედროები პირობითი მოწინააღმდეგის დესანტის განადგურების შემდეგ ობიექტზე შეტევის ოპერაციას განახორციელებენ. მოწინააღმდეგის პოზიციებს ქართული CU-25 დაბომბავს. საავიაციო იერიშის შემდეგ კი მოწინააღმდეგეზე შეტევას არტილერია და ჯავშანსატანკო დანაყოფები განახორციელებენ. საჩვენებელი ოპერაცია ქვეითთა შეტევით დასრულდება. 

დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, აშშ-ს არნიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ნატო-ს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან. საჩვენებელი სწავლების შემდევ დაჯილდოვდებიან სწავლების მონაწილეები. 

ქართულ-ამერიკული სწავლება "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა და ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა-შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთავსებადობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 
სწავლების სცენარი სტბილურობის, შეტევა-თავდაცვის ოპერაციებს ემყარებოდა. 

ქართულ-ამსრიკულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე. 
პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში ამერიკული ტანკები - "აბრსები" მონაწილეობდნენ. წვრთნაში ჩართული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანები "ბრედლები", სამედიცინო საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯვშანმანქანები, ჰამერის ტიპის ჯიპები, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა.