ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში კორცხელის #53-ე და #54-ე უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა დასრულებულია. ხმების გადათვლის შედეგად, საბოლოო შედეგი არ შეცვლილა და არჩევნებში გამარჯვება ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს დარჩა.
ხმების ხელახალი დათვლის პროცესში გაირკვა, რომ რეგისტრატორის ხელმოწერა, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას არ ემთხვეოდა. ახალი გადათვლის შედეგად კი აღნიშნული ხარვეზი გამოსწორდა, თუმცა ორივე უბანზე დაფიქსირებული შედეგები უცვლელი დარჩა. ამასთან, საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა ”ქართული ოცნების” მოთხოვნა, აღნიშნულ უბნებზე შედეგების გაუქმების შესახებ.
ამ დროისთვის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია საიას სარჩელს განიხილავს, რომელიც სწორედ აღნიშნულ პროცედურულ დარღვევას ეხება.