დღეს ცესკო-ში თამარ ჟვანიასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. ცესკო-ს თავმჯდომარემ და იანოშ ჰერმანმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს.
თამარ ჟვანიამ მას, მნიშვნელოვანი ასპექტებისა და შესაბამისი საჭიროებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"ჩვენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განვიხილავთ“, - აღნიშნა შეხვედრისას იანოშ ჰერმანმა.
თამარ ჟვანიამ და ევროკავშირის ელჩმა 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზეც ისაუბრეს და ასევე განიხილეს კორცხელის თემში მომხდარი ინციდენტი.
როგორც იანოშ ჰერმანმა შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ის მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
"ამ ინციდენტის გამოძიება უნდა მოხდეს სრულად; ვფიქრობ, მთავრობის პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოს მშვიდობიანი პირობები არჩევნებისთვის. არ შემიძლია არ დავეთანხმო ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ასეთი მოვლენები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ცნობისათვის, გუშინ საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.
”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა.
მისი თქმით, წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულები იყვნენ ერთგვარი ზონდერ ჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც, ერთ-ერთი მეზობელი რაიონიდან არიან ჩამოყვანილნი.
თავის მხრივ, ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს.
"კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებები მისასალმებელია"