მიხეილ ჯანელიძე კორცხელში მომხდარ ინციდენტზე - ეს არის ყოვლად მიუღებელი

მიხეილ ჯანელიძე კორცხელში მომხდარ ინციდენტზე - ეს არის ყოვლად მიუღებელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, კორცხელში გუშინ მომხდარი ინციდენტი ”ყოვლად მიუღებელია”.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რათა ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს.

”საქართველოს მთავრობამ გააკეთა შესაბამისი განცხადება გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით. ეს არის ყოვლად მიუღებელი. აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება და მოხდება დამნაშავეების იდენტიფიცირება და დასჯა. აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რათა ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს, რათა არიდებული იყოს ყველა გარკვეული ტიპის პროვოკაცია ამ მიმართულებით”, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

გუშინ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულები. მიმდინარეობს გამოძიება.