"ეს იქნება ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი ცენტრი ტექნოლოგიების, მეცნიერების, განათლების კუთხით"

ლუის-ალვარეზ-გომეს მიმაჩნია, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი ცენტრი ტექნოლოგიების, მეცნიერების, განათლების კუთხით. ის არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანასაც მოუტანს სარგებელს. ხელს შეუწყობს მრავალ ნაყოფიერ თანამშრომლობას სიმსივნის მკურნალობის დარგში. ეს თერაპიული მეთოდი მრავალი წლის წინ შემუშავდა, თუმცა მხოლოდ ახლახანს მივხვდით, როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ის სარგებელს მოუტანს უამრავ პაციენტს. მიმაჩნია, რომ აქ იქნება შესანიშნავი გარემო კვლევის ჩასატარებლად. კვლევა და განათლება საზოგადოების მომავალს ქმნიან. რა იქნება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანი? პირველ რიგში, ფართო საზოგადოებისათვის სასიხარულო იქნება ის, რომ აქ შესაძლებელი გახდება სიმსივნის თერაპიის ახალი მეთოდის გამოყენება, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევებშიც, როდესაც რადიაციული თერაპია ეფექტური არ არის. ეს მიიღწევა ნაწილაკების აჩქარების მექანიზმის ახლებური გამოყენების შედეგად. ამ მიმართულებით მუშაობა, მათ შორის, ჩემს სამუშაო ადგილას CERN-ში უკვე ბოლო 60 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ამგვარად, ეს მიმართულება დადებით შედეგებს საზოგადოებას თითქმის ამოქმედებისთანავე მოუტანს. მეორე მიმართულება, რომლის გაზომვა ცოტათი რთულია, შეეხება ინსტიტუტის გავლენას განათლებისა და კვლევის დონის ზრდაზე. ეს ამ ტიპის აქტივობების საინტერესო დამატებითი დანიშნულებაა.