საქართველოსთვის ძალიან კარგია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ამგვარი აქტივობა

საქართველოსთვის ძალიან კარგია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ამგვარი აქტივობა

ზენშო იოშიდა პირველ რიგში, ნება მომეცით, მოგელოცოთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტათი მშურს, რადგან ეკონომიკური ფაქტორების გამო, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში მეცნიერების დაფინანსება შედარებით შემცირდა. საქართველოსთვის ძალიან კარგია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ამგვარი აქტივობა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოყენებითი ფიზიკის თქვენი ქვეყანა განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ითანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, იაპონიასთან. გმადლობთ, ერთი შეკითხვა. თუ გაქვთ ინფორმაცია ტექნოლოგიური ინსტიტუტის შესახებ. რა ტიპის კვლევებს ჩაატარებს ის, რა იქნება მისი მიზანი? როგორც გიამ გაუსვა ხაზი, უმნიშვნელოვანესია ახალი თაობების განათლება. ამ ტიპის აქტიური ცენტრის არსებობა ძალიან კარგი მოტივაცია იქნება სტუდენტებისათვის. ამ ტიპის განგრძობადი განვითარება ახალი სამეცნიერო მიღწევების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია. ვიმედოვნებ, რომ ამ ინსტიტუტს ექნება არა მხოლოდ კვლევითი დანიშნულება, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციაც და წაახალისებს სტუდენტებს, რაც აუცილებელია. მე ეს იდეა მომწონს და მიმაჩნია, რომ იგი საკმაოდ წარმატებული იქნება.