რამაზ საყვარელიძე: კეთდება კარგი განცხადებები, მაგრამ არაფერი წინ არ მიდის

რამაზ საყვარელიძე: კეთდება კარგი განცხადებები, მაგრამ არაფერი წინ არ მიდის

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში გუშინ, საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მხარეების მხრიდან ერთგვარად ძალების მოსინჯვას წარმოადგენდა.

საყვარელიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას არ გამორიცხა, რომ მსგავსი დაპირისპირებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხშირად განმეორდეს.

”დაპირისპირება, ალბათ, ძალების მოსინჯვა იყო, რადგან ამ არჩევნებს არ ჰქონდა ამხელა პოლიტიკური დატვირთვა. ალბათ, რადგან ძალების მოსინჯვად მიმაჩნია, იმასაც ვფიქრობ, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის ბევრი იქნება მსგავსი შემთხვევა. ციტატას მოვიყვან პრემიერის განცხადებიდან, რომ უფრო ქმედითი უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ვიტყოდი, რომ კეთდება კარგი განცხადებები, თუმცა საქმის დონეზე არაფერი წინ არ მიდის და შესაძლოა ამ განცხადებებმა დაკარგონ აზრი, ” - განაცხადა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრიდსას რამაზ საყვარელიძემ.