ქართველმა ხალხმა გუშინ ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას მკაფიო უარი უთხრა

ქართველმა ხალხმა გუშინ ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას მკაფიო უარი უთხრა

ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას მკაფიო უარი უთხრა, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გუშინ გამართული, საკრებულოს შუალედური არჩევნები შეაფასა.

”ის, რაც გუშინ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა, იყო ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი საქართველოს მომავლისთვის, ვინაიდან გუშინ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უთხრა უარი ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას, რომელმაც ვერაფრით დაამახსოვრა თავი ამ ოთხი წლის მანძილზე, ვერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება და ვერ მოაგვარა ვერც ერთი პრობლემა, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს. გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ხელისუფლება, რომელსაც არ აწუხებს ხალხის მომავალი, საქართველოში დამარცხდება და მას მომავალი არ გააჩნია”, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

”ეს გამარჯვება დადასტურდა იმაშიც, რომ ოთხი ოლქიდან, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ”ნაციონალური მოძრაობა”, ორში გავიმარჯვეთ”, - აღნიშნა ბაქრაძემ.