თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გაკეთა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიის მიერ ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ კონკურსში შესაძლოა შარანგიებმა გაიმარჯვოს.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, შერჩევა-შეფასების პროცედურები საერთაშორისო ნორმებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წესებით მიმდინარეობს.
„ეს არის სიცრუე, რომ ვინმეს კლანებია დაკავშირებული ამ კონკურსთან. შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს საერთაშორისო ნორმებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წესებით. შესაბამისად, როგორც კი დასრულდება შერჩევა-შეფასების პროცედურები, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისში შემოდგომისთვის ახალი 150 ავტობუსი უნდა შემოვიდეს, ამისათვის თანხა ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკმა 30 მილიონი დოლარი გამოყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტენდერი საერთაშორისო სტანდარტებით ტარდება და მასში 7 კომპანია მონაწილეობდა.