"ეს არის ყველაზე წარმატებული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ქართულ მეცნიერებაში ბოლო 40 წლის მანძილზე"

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სევერიან წაქაძე აცხადებს, რომ ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა არის უდიდესი მნიშვნელობის საქმე.

მისი თქმით, ამის მსგავსი მნშვნელობის საქმე რამოდენიმე ათეული წელიწადია, არაფერი გაკეთებულა მეცნიერების თვალსაზრისით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება გამოყენებითი ხასიათის კვლევებიც, პრაქტიკული მედიცინის თვალსაზრისით და იქნება, ასევე ფუნდამენტალური კვლევები. რამდენიმე ლაბორატორია იქნება, რომელშიც საინტერესო სამუშაოები ჩატარდება. მოზიდული იქნებიან სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები და მათ ექნებათ საშუალება, რომ  ყველაზე მაღალი დონის, კარგად აღჭურვილ ლაბორატორიაში გაიარონ მომზადება", - განაცხადა სევერიან წაქაძემ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ მეცნიერება გახდეს ქვეყნის განვითარებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი, საჭიროა, ძალიან დიდი ფულის ჩადება მეცნიერებაში.

"ასეთი კიდევ მრავალი პროექტი უნდა შეიქმნას. ეს ერთი ინსტიტუტი ქვეყანას წარმატებულს ვერ გახდის. ეს არის ყველაზე წარმატებული ნაბიჯი რომელიც გადაიდგა ქართულ მეცნიერებაში ბოლო 40 წლის მანძილზე",-აღნიშნა სევერიან წაქაძემ.