განცხადებები მოვისმინეთ, რომ ყველაფერი მათი ბრალია, ვინც გაილახნენ - მსგავსი ცინიკური განცხადებები წარმოუდგენელია

განცხადებები მოვისმინეთ, რომ ყველაფერი მათი ბრალია, ვინც გაილახნენ - მსგავსი ცინიკური განცხადებები წარმოუდგენელია

ყველანაირი ტექსტი, რომელიც მომხარ ძალადობას ამართლებს, არის მიუღებელი, გაუაზრებელი და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, - აღნიშნული განცხადებით “რესპუბლიკელი“ დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, “ის ვინც ხელს იქნევდა, ხელს თავის ქვეყანას უქნევდა“.

“მოვისმინეთ განცხადებები, რომ ყველაფერი მათი ბრალია, ვინც გაილახნენ. მსგავსი ცინიკური განცხადებები უბრალოდ წარმოუდგენელია. ქვეყანაში არის სისტემა, რომელიც უნდა მუშობდეს. ყველა დამნაშავე უნდა გამოვლინდეს, დაისაჯოს და მაშინ გაირკვევა, ვინ ვინ არის, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.