გიორგი კვირიკაშვილი:  ”ქართული ოცნებიდან” დავით კოღუაშვილის გარიცხვა არ იგეგმება

გიორგი კვირიკაშვილი: ”ქართული ოცნებიდან” დავით კოღუაშვილის გარიცხვა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნებიდან” დავით კოღუაშვილის გარიცხვა არ იგეგმება.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოღუაშვილს აქვს საკმაო გამოცდილება და განწყობა, რომ ”ქართულ ოცნებასთან” ერთად გააგრძელოს საქმიანობა.

”მე ამ საკითხზე გავაკეთე კომენტარი. იყო ბევრი დაუფიქრებელი განცხადება. მქონდა დავითთანაც საუბარი. მას აქვს საკმაო გამოცდილება და აქვს ის განწყობა, რომ გააგრძელოს ჩვენთან ერთად მოღვაწეობა. მისგანაც გაკეთდება განცხადებები. ეს იყო აჩქარებული განცხადებები და გარიცხვაზე საუბარი არ არის”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.