ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დღეს საბოლოოდ დასრულდება

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დღეს საბოლოოდ დასრულდება

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დღეს საბოლოოდ დასრულდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დაასრულა პროცესი და შესაბამისად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ დღის წესრიგში შეტანილია საკითხი ევროკავშიის მხრიდან საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დასრულების შესახებ.

დებულების თანახმად, შეთანხმება ძალაში შევა მეორე თვის, ანუ ივლისის პირველ რიცხვში.