გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის მოსაზრებით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს. ამის შესახებ ელჩმა დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

„უნდა ჩატარდეს მომხდარის სრულყოფილი გამოძიება და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. ჩემი მოსაზრებით, ამან ასევე, წინ წამოწია დიალოგის აუცილებლობა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით, რომელიც უკვე ოთხი წელიწადია არ მოქმედებს. ჩემი მოსაზრებით, ის დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

20 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.