ხის გადარგვაზე რა ამბებს ატრიალებდნენ, არადა ჯაჯგურის შემდეგ გაირკვა, რომ საუკეთესო მიწა ”ნაცებს” ჰქონდათ გასხვისებული

ხის გადარგვაზე რა ამბებს ატრიალებდნენ, არადა ჯაჯგურის შემდეგ გაირკვა, რომ საუკეთესო მიწა ”ნაცებს” ჰქონდათ გასხვისებული

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხის გადარგვის საკითხზე ატეხილ აჟიოტაჟს ”ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს.

ივანიშვილი შესაბამის საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს გამოეხმაურა.

”გახსოვთ, ხის გადარგვაზე რა ამბებს ატრიალებდნენ - იქ გზის გაყვანა არ შეიძლებაო. ორი კვირის ჯაჯგურის შემდეგ კი გაირკვა, რომ 10 ჰექტარი საუკეთესო მიწა რკინიგზის აქეთ ”ნაცებს” ჰქონდათ გასხვისებული. რეესტრში გვარიც კი არ იყო მითითებული ავტორის” , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.