Bild - ევროკავშირი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლამდე არ დააწესებს

Bild - ევროკავშირი თურქეთისთვის უვიზო რეჟიმს 2017 წლამდე არ დააწესებს

გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმი 2017 წლამდე არ დაწესდება.

როგორც euroline.ge წერს, აღნიშნულის მიზეზად, ანკარის მიერ ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობა სახელდება.

”როგორც გამოცემა იუწყება, თურქეთი ამ წელს ვეღარ მოასწრებს ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.ბერლინის მმართველ წრეში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები 2016 წლის ივნისამდე ვერ დასრულდება. მოლაპარაკებების შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაეპ ერდოღანის მიერ ანტიტერორისტულ კანონში შესატან ცვლილებებზე უარის თქმა სახელდება”, - წერს euroline.ge.