დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ”ქართული ოცნება” დატოვა და პაატა ბურჭულაძის პარტიას შეუერთდა

დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ”ქართული ოცნება” დატოვა და პაატა ბურჭულაძის პარტიას შეუერთდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ”ქართული ოცნება” დატოვა და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა. 
ამის შესახებ თავად გიორგი ლაპანაშვილმა "მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
დუშეთის საკრებულოს თავმჯფომარის თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი იმედგაცრუება და მმართველი პარტიის მიერ ძველი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება იყო. 
"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი და პირადად მე, წლების განმავლობაში რისთვისაც ვიბრძოდით, დაპირებები რისთვისაც გავერთიანდით ”ქართულ ოცნებაში”, სამწუხაროდ, ვერ ან არ შესრულდა", - განაცხადა ლაპანაშვილმა. 
მისივე აზრით, პაატა ბურჭულაძის მოძრაობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.