ერაყის არმიამ ქალაქ ფალუჯას „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო

ერაყის არმიამ ქალაქ ფალუჯას „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო

ერაყის არმიამ ქალაქ ფალუჯას „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. მასშტაბური შეტევის დაწყება ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ დააანონსა. 
სამხედრო ოპერაციაში არმიის გარდა, სპეცდანიშნულების დანაყოფები, პოლიცია, მეამბოხეები და სხვა პროსამთავრობო ძალები მონაწილეობენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველივე ავიაიერიშს ათობით ისლამისტი მებრძოლი ემსხვერპლა. 
ოპერაციის დაწყებამდე ხელისუფლებამ ფალუჯას მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, იქ ამ დრომდე იმყოფება ათი ათასობით ადამიანი.

ქალაქი ელ-ფალუჯა დედაქალაქ ბაღდადიდან 50 კოლომეტრში მდებარეობს, ტერორისტებმა „ისლამური სახელმწიფოდან“ მასზე კონტროლი 2014 წლის დასაწყისში დაამყარეს.