იენს სტოლტენბერგი - ვარშავის სამიტი გადამწყვეტი იქნება

იენს სტოლტენბერგი - ვარშავის სამიტი გადამწყვეტი იქნება

ვარშავის სამიტი გადამწყვეტი იქნება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, 8-9 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქში დაგეგმილ სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ნატო-ს ივლისის სამიტი გარდამტეხი იქნება. ნატო საკვანძო გადაწყვეტილებებს მიიღებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ადაპტაცია ახალ სიტუაციასთან, უსაფრთხოების სფეროში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ნატო-ს ყოფნა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ეს იქნება მრავალეროვანი ყოფნა. ამ გზით, ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირებთ, რომ თავდასხმა ერთ ქვეყანაზე იქნება თავდასხმა მთელ ნატო-ზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.